ჯონი ერთადერთია ვინც მაგ ასაკში კედლის ლორდ კომანდორი გახდა?
თუ მეხსიერება არ მღალატობს უფრო პატარა ასაკშიც გამხდარან
ჯონი ერთადერთია ვინც სიკვდილის მერე დააბრუნეს?
ეხლა როგორ რაღაცას ამტკიცებ იცი?
სანსა ამდენი ხანი იმიტო არ აცოცხლეს ახლა მოკვდესო მისი ფანები რომ ამტკიცებენ
ჯორაჰი იმიტო განიკურნა რო ახლა მოკვდესო?
დეინერისი იმიტო ჩამოვიდა ვესტეროსში ახლა მოკვდესო?
ერთი მოვლენა მეორეს გარანტირებულს რატო ხდის
რობმა ყველა ბრძოლა მოიგო მაგრამ მოკვდა
იმიტო მოიგო რომ მომკვდარიყო?

რა საჭირო იყო ამდენი ცირკაობა ბარემ პირველ წიგნში მომკვდარიყო
ან რეიგარს რატო ვენდობით და მის ფანტაზიებს რომელიც მაგ წინასწარმეტყველებით შეპყრობილი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ვერსიას ამტკიცებდა
და არაერთხელ შეცდა
ორჯერ რაც ვიცით და რაც არ ვიცით ცალკე თემაა.
სადაა გარანტია რომ რაც ეგონა რეიგარს სიმართლე იყო და ბედის ირონიით სულ სხვა არ გამოკრავს ხელს მაგ ამბავს?
* * *

ამასწინ წავაწყდი საკმაოდ საინტერესო სტატისტიკას ტვიტერზე
საშუალოდ შვიდი სეზონის მანძილზე გამოკითხვებმა აჩვენა რომ
ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს დეინერის ტარგარიენს და ჯონ სნოუს
ყველაზე მეტი ჰეითერი სანსა სტარკს
პერსონაჟი რომელშიც დარწმუნებულია მაყურებლის უმრავლესობა რომ არ მოკვდება არის ტირიონ ლანისტერი
საშუალოთ მაყურებელთა უმრავლესობა დრაკონების და მგლების სიკვდილზე უფრო რეაგირებს ვიდრე ადამიანების
ჯონის და არიას ურთიერთობა უფრო აინტერესებს მაყურებელს ვიდრე ჯონის და სანსას
მაყურებელთა დიდი ნაწილი სასურველ დასასრულად ჯონის და დეინერისის ქორწინებას მიიჩნევს
მაყურებელთა 80% თვლის რომ ჯონი და სანსა არ უნდა დაქორწინდეს
პერსონაჟი რომელიც მაყურებელთა დიდ ნაწილს ცოცხალი ჰგონია არის რეიგარ ტარგარიენი
წყვილი რომელსაც სერიალის დაწყებისთანავე " შიფავდა" მაყურებელი არის დეინერისი და ჯონი
პერსონაჟი რომლის სიკვდილშიც დარწმუნებულია მაყურებელთა უმრავლესობა არის სერსეი ლანისტერი
პერსონაჟი რომლის მიმართაც დაწყებიდანვე იყავი უარყოფითად განწყობილი მაგრამ ყველაზე საყვარელი პერსონაჟი გახდა არის ჯეიმი ლანისტერი
მაყურებელი 7 სეზონის მანძილზე ვერ შეთანხმდა რომელი უფრო გენიალური პერსონაჟია ნეკა თუ ვარისი
კიდე იყო რამდენიმე საინტერესო მაგრამ არ მახსოვს