მოგესალმებით მეგობრებო,
ზოგადად კინემატოგრაფიის დიდი მოყვარული ვარ, მაგრამ სერიალი ასე არასდროს არ მინახავს, ანუ არ მაქვს არაფერი ნანახი. ფილმებს თითქმის ყოველ საღამოს ვუყურებ, მაგრამ ეხლა დავფიქრდი და რაიმე კარგი სერიალი ნამდვილად მომიხდება საღამოობით.
მომწონს შემდეგი ჟანრის ფილმები:
ფსიქოლოგიური
მისტიკა
ფენტეზი
მიზიდავს ფილმები პარალელურ და არაცნობიერ სამყაროზე, ანუ რაღაც ისეთი - რასაც ცხოვრებაში არ ან ვერ შეხვდები.
მაგალითად, სიზმრები, დრო, სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, სამყაროს შექმნა, სამყაროს დასასრული, გაორება და ა.შ.
იმედია მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ.
ხოდა იქნებ ამ მიმართულებით მირჩიოთ რაიმე სერიალი? თან ერთგვარი დებიუტი მექნება სერიალებში და მნიშვნელოვანია რომ პირველივე ძალიან კარგი და ღირებული იყოს.
Game of Thrones - ს რომ უყურებს ნახევარი თბილისი, სავარაუდოდ ეგ არ მომეწონება. რასაც გადავხედე, არაა ჩემი სტილი. უშნო სახეები, მაკიაჟები, არაბუნებრივი ფერების კორექცია და ა.შ. - შეიძლება ძალიან კარგი სერიალია, მაგრამ ნამდვილად არ გამჩენია სურვილი ამის ყურების.
გამომდინარე იქიდან, რომ ქრისტოფერ ნოლანის დიდი მოყვარული ვარ, დავინტერესდი მისი ძმის, ჯონათან ნოლანის სერიალით - Westworld. (ჯონათანი ქრისტოფერის ფილმებისთვისაც წერს სცენარებს).
ასევე რამდენიმემ მირჩია Black Mirror.
ასე ერთი შეხედვით და მოკლე მიმოხილვებით რაც ვნახე, Westworld - ყველაზე ახლოს არის იმ ჟანრთან, რაც მე მომწონს.
მადლობა წინასწარ და იმედია ამ განყოფილებაში აქტიურად ჩავერთვები
This post has been edited by Don George on 8 Sep 2017, 19:22