არადა ყველაზე მეტად ის ტეხავს, რომ მაგ პოლიტკორექტულობების გარეშეც ცუდია 

 ისედაც იასნი იყო, რომ SJW-ების გავლენის გარეშე ვერ გადაიღებდნენ, ამიტომ ასე თუ ისე შევეგუე მაგას თავიდანვე.
ვაფშე მადლობა თქვით, რომ ამ თემის პირველი პოსტი, ჩემს მიერ 5 წლის წინ დაწერილი, არ გამართლდა და გალადრიელი თეთრკანიანი და ქერაა 

ქვემოთ სავარაუდო სპოილერებია, ასე რომ მოერიდეთ, ვინც ამ სერიალით ეცნობით ლოთრის სამყაროს.
გასართობად იყურება მაინც. თან, ნაცნობი ადგილების ნახვა ასწორებს. კაზად დუმი, ნუმენორი და ერეგიონი ძაან ლამაზი იყო. Southlands, რა თქმა უნდა, მომავალში მორდორი გახდება და დარწმუნებული ვარ მაგასაც მაგრად გააკეთენ. პრაიმ მორდორის ნახვა კაი იქნება.  კიბატონო, 2022 წელს ვიზუალით და ეფექტებით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ ასწორებს მაინც, რომ ბავშვობიდან მოყოლებული, წლობით ჩვენი ფანტაზიით წარმოდგენილი ადგილები ვნახეთ, კარგად გაკეთებული.  წლები რომ ხალხის დახატულ ნუმენორის ფანარტებს ათვალიერებ და ახლა სერიალში ხედავ, გიხარია მაინც, გინდა არ გინდა 

  მე კი 20 წლის წინანდელი მინას ტირითის ვიზუალი მირჩევნია ყველაფერს, რაც გამოჩნდა ჯერ-ჯერობით, თუმცა ეგ ნაწილობრივ ნოსტალგიის ამბავიცაა და თან ეს ნარნიას ტონი რომ გაკრავს ფერებში სერიალს, დიდად არ მომწონს.
ელენდილის მსახიობი კარგადაა შერჩეული, მგონი ქასთში ყველაზე მეტად ეგ გაარტყეს. ისილდური იმედგაცრუებაა, რაღაც სიტკომიდან გადმოღებულ მოდებილო პერსონაჟს ჰგავს, რა ეტყობა ახლა მაგას, რომ რამდენიმე ათწლეულში საურონს უნდა დაუდგეს გადამწყვეტ ბრძოლაში  

  გალადრიელსაც არა უშავრს, ელრონდი არ მომწონს. არ-ფარაზონიც კარგია, ოღონდ ტიპაჟურად რაღაც მრჩეველის და გაქექილი ტიპის ვიდზე უფროა, ვიდრე იმ კაცის, რომელიც ადამიანთა რასის ყველაზე ძლევამოსილ ჯარს გაუძღვება ბრძოლაში და საურონს წამოათრევს მორდორიდან 
 
 თაიმლაინმა დამაბნია თავიდან ძალიან, მაგრამ მერე წავიკითხე, რომ აპირებენ მთელი მეორე ეპოქის მოვლენები 20-30 წელზე შეამოკლონ. ასე რომ, აქ ვნახავთ ბეჭდების შექმნასაც, ელფებთან ომსაც, ანატარსაც, ნუმენორის დაცემასაც, გონდორის დაარსებასაც და ბოლო ომსაც საურონთან.  5 სეზონია დაგეგმილი.  არ ვიცი, როგორ მოახერხებენ ამ ყველაფერს ისე, რომ ფანების იმედგაცრუება არ გამოიწვიოს, მაგრამ ერთი მხრივ კარგია, რადგან უაზროდ გაწელვის და ზედმეტი სისულელეების ჩაკვეხების საფრთხე იკლებს. 
მოკლედ ისეთი მასალა აქვთ, იმხელა პოტენციალი აქვს ამ ისტორიებს, რომ ცუდი ქასთისა და ჯერჯერობით ცუდი სცენარის მიუხედავად, მაინც სიამოვნებით ველოდები როდის გადაიღებენ ამ ყველაფერს.  რთული წარმოსადგენია რომ ყველაფერი გააფუჭონ, რაღაცა მაინც გამოუვათ რა 
 
 პ.ს. ელფები რას გვანან  
