გამარჯობა

მიხარია ფორუმზე ამ სერიალის აქტიური თემა რომ აღმოვაჩინე.
დაახლოებით 1 თვის წინ ვნახე და ბოლო პერიოდია ასე სერიალი ჯერ არ მომწონებია.
თავიდან შინაარსი ცოტა რთული გასაგები იყო, მითუმეტეს ჩემთვის, იმიტომ, რომ რამეს ძირითადად მაშინ ვრთავ, როცა კომპიუტერში ვმუშაობ ან სასწავლო მასალას ვაკონსპექტებ.

ფაქტობრივად რადიოსავით მაქვს მოსმენილი ყველაფერი, რაც კი ნანახი მაქვს. ჰოდა, ამ სერიალმა კი ცოტა გამაწამა, ყოველ 5 წუთში უკან მიწევდა გადაახვევა. აქ ვიღაცამ დაწერა, გმირების სახელები უნდა ამოწერო თორე ვერაფერს გაიგებო და მე მართლა ეგრე ვქენი.

პარალელურად IMBD-ის პერსონაჟების სია მქონდა გახსნილი.
მგონი საქართველოში მაინცდამაინც პოპულარული არაა, ძირითადად "უცნაური ამბები" უფრო იციან. აქაც მაგიტომ მომინდა დაპოსტვა რომ ჩემს ირგვლივ არავინ ინტერესდება ასეთი ჟანრის სერიალებით და მეც არ ვიცი ვის გავუზიარო სათქმელით.

ვიღაცასთან ერთად რომ განიხილავ თითოეულ ფაქტს და ელოდები სერიის გამოსვლას მაინც სხვა მუღამი აქვს.
იმედია მეორე სეზონის გამოსვლის შემდეგ უფრო გააქტიურდება აქაურობა.