ძალიან კარგია ყოჩაღ ))
უბრალოდ რაღაც მაკლდა სულ და ვერ ვხვდები რა.
ბევრი რამე დავალაგე და ბევრზეც თეორიები მაქვს, მაგრამ მირჩევნია მეორე სეზონს დაველოდო ვიდრე ტვინი გავიხვრიტო ამდენი ფიქრით, რადგან ნანახი მაინც სხვა იქნება.
სახელების დამახსოვრება არც მიცდია ვიზუალურად დავიმახსოვრე ორივე დრო და სახეებზე ვცნობდი რომ აი ეს არის. იმის ქმარი ან იმის შვილი და ეს თვითონაა და ა.შ

მომავალი რომ დაემატა ძალიან კარგია შეივსება ყველაფერი.
ისე კიდევ დროში მოგზაურობის არ მჯერა იმიტომ რომ მაშინ სამივე დრო პარარელულად უნდა მიმდინარეობდეს და მასე პარადოქსი იქნება. გადაკვეთის წერტილი თუ არსებობს საერთოდ ))
ან იგივე ადგილას სამი შენ ცხოვრობ ?)
ნუ თავს ვერ დავდებ სამყაროში ყველაფერი შეიძლება არსებობდეს.
ნუ რომც არსებობდეს ხელის შეშლა ხომ მთლიანად შეუძლებელი მგონია რადგან პატარა დეტალიც კი მთლიანად რევს სიტუაციას და ასე ყველამ პატარა დეტალი რომ შეცვალოს წარსულში ყველაფერი ყოველთვის არეული იქნება.
მომავალი რომ წარსულზე მოქმედებს ესეც არ მჯერა რადგან ეგეც პარადოქსია სადღაც მომავალში შეცვალო წარსული მაშინ შუაც შეიცვლება და შეცვლის შედეგადაც ყველაფერი აირევა

მასე კიდე სულ ქაოსი იქნება და აღრევა.
დანარჩენი ნამდვილად საინტერესოა გაიგო რაღაც ახალი და ა.შ. ამიტომაც მეორე სეზონს ველოდები.

Meredith Monk ))))) საოცრად უხდებიან ასეთ სერიალებს მათი საუნდები ))
This post has been edited by მორფეუსი on 1 Nov 2018, 18:23