- "ვისაც აქვს თვალები, რათა დაინახოს და ყურები, რათა გაიგონოს."
- ფროიდი?
-


სეზონი 2, სერია 7, დაახლოებით 8:50
* * *
მოვრჩი მეორე სეზონს და ავხსნათ ბოლოდან:
"საკითხავი ის კი არ არის, რომელი დროიდან ვარ, არამედ რომელი სამყაროდან"
მართა რომ ჯონასთან მივა სხვანაირი დროის მანქანით.
ე. ი. 2 სეზონი ხლართეს დროის ისტორია, აიხლართნენ საკუთარ ამბავში და ეხლა თავის დაძვრენა და ყველაფრის რაციონალურად ახსნა რომ არ მოუწიოთ, ართულებენ სიტუაციას და დროის გარდა სამყაროს ცნების შემოტანით კიდევ უფრო ხლართავენ.
მოსალოდნელიც იყო რომ თავის არეულობაში აიბნენ, ვერ ხსნიან და არც ხსნიან, სერიალი რომ არ დამთავრდეს. ფულის საჭრელი დაზგა.
ამიტომ

მიყვარს ფენტეზი და მიყვარს საიფაი, მაგრამ არ მიყვარს, როცა ფენტეზის მასაღებენ საიფაიდ. კიდევ ერთი ტყუილია, ისევე როგორც იმ ქალაქის ყველა მცხოვრები.
ეხლა გადავიდეთ მთავარი პერსონაჟების მოტივაციებზე.
რა უნდა ჯონასს?
რა უნდა კლაუდია ტიედემანს?
რომელიმე თუ არის კეთილი ან ბოროტი?
რომელიმეს თუ უნდა დროის წრის გარღვევა?
რა მოტივაციები აქვთ? ორი სეზონია და მათ სურვილებზე და მოტივაციებზე გასაგებად არაფერს გვეუბნებიან.
რატომ არავინ გადაწყვიტა რომ რომელიმე მთავარი ფიგურის ახალგაზრდა ვარიანტი მოეკლა? რაც ულრიხ ნილსენმა ცადა, როცა 1954 წელში გადავიდა, მაგრამ არ გამოუვიდა? ეს მთლიანად დროის წრის გაქრობას გამოიწვევდა, თუ დატოვებდა დროის წრეს, იმ განსხვავებით, რომ ისტორიის მსვლელობას გადაწერდა მოკლულის არარსებობის პირობებში?
ალბათ ესეა. მეცნიერმა დაწერა დროში მოგზაურობაზე წიგნი, რომელიც სერიალში მოცემულ დროის ბრუნში მას არ დაუწერია, მას ეს წიგნი მისცეს, რომ დროულად გამოეყენებინა. ანუ როცა მართლა დაწერა, ის იყო ისტორიის მსლელობის ვარიანტი 1. მერე ვიღაცამ ეს წიგნი მომავლიდან მის ახალგაზრდობას დაუბრუნა, შესაბამისად ჯაჭვური ეფექტით ისტორია შეიცვალა და მივიღეთ ისტორიის მსვლელობის ვარიანტი 2 (სერიალში მოცემული).
მოკლედ, დროის არსებული წრის განადგურების ერთადერთი ვარიანტი მგონი არის პირველწყაროს შეჩერება (რამაც ეს წრე თავიდან შექმნა) და სავარაუდოდ ეს პირველწყაროა კლაუდია ტიედემანამდე ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფა. ამის შესახებ უნდა ცოდნოდა კლაუდიას (ადამმა და სხვებმა თუ იციან, სერიალი ამას არ გვეუბნება). ანუ კლაუდიას შეეძლო პირველწყაროს შეჩერება, მაგრამ არ შეაჩერა.
იდეაში ამ პირველწყაროს შეჩერება არც ღირს. არც ძველ დროში რამის ცვლილება ღირს, რადგან ეს იწვევს ისტორიის სრულ გადაწერას. გენეალოგიების სრულ ცვლილებას, სრულიად ახალ პიროვნებებს და ახალ მოვლენებს. ანუ თუ ვინმეს არსებულ სიტუაციაში 1 ადამიანი მაინც უყვარს, მაშინ მას არ უნდა უნდოდეს არსებული სამყაროს მოსპობა.
შესაბამისად, ყველაზე კარგი ვარიანტია წრის მკაცრი კონტროლი და დატოვება ისეთად, როგორიც არის და მასში ზედმეტი მოქმედებების (ანუ ახალი აქტორების შესვლის) შეზღუდვა. ამ გზით მსოფლიო რჩება ისეთად, როგორიც არის. ანუ ყველა განაგრძობს არსებობას. მცირე ზედმეტი ცვლილებაც კი სრულიად ცვლის ისტორიის კურსს, ამიტომ ცვლილებები არ უნდა მოხდეს.
ეს შეკითხვები უფრო მეორე სეზონისკენ გამიჩნდა. პირველ სეზონზე კი მორალური შეკითხვები უფრო მიჩნდებოდა. რატომ გამოიყვანეს ყველა პერსონაჟი ამორალურად. ყველა იტყუება ან ღალატობს. გასაგებია, რომ ესეთი სეთინგი ამ ისტორიის მოყოლას აიოლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართალი ადამიანებისგან მეორე სერიაშივე გაირკვეოდა რომ რაღაც ნიტოდაა და მესამე სერიაში ყველაფერს გადაწყვეტდნენ. ზედმეტად მარტივი ხრიკია გამოყენებული. სცენარისტების მხრიდან ესაა საქმის გამარტივება. მეტი ბანძი ინტრიგის და დაძაბულობის შემოტანა.
ნოე არ უნდა იყოს მთელ სერიალში ყველაზე დასტოინი პერსონაჟი.

TL;DR სრულიად არ დამიტოვა ამ სერიალმა პოზიტიური შეგრძნება. დროში მოგზაურობები და ფანტასტიკა მიყვარს, მაგრამ აქ ბევრი ნაკლია.