გამარჯობა
ვუყურე 3 სეზონს 3 დღეში და ყველა პერსონაჟი არეული მყავს თავში.
მადლობა სცენარისტებს არაორაზროვანი დასასრულისთვის .
მეც მგონია ბოლოს ავტოავარია ამათ უნდა გამოეწვიათ და ამით შეიკვრებოდა წრე რომ ყველაფერი კავშირშია დასასრული და დასაწყისი.
იცით რა ვერ გავიგე?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1. კლაუდიაც ხომ ამ ციკლის ნაწილი იყო , განმეორენადი, რა მოხდა ისეთი სიახლე რამაც ამ ციკლიდან ამოაგდო და ახალი გზა ანახა?
2. შარლოტა არ იბადება ხო ორიგინალ სამყაროში? არც მისი შვილები... არც ულრიხი, არც მისი შვილები. არც ნოა
3. როცა მეცნიერის შვილი გადაარჩინეს და ორიგინალი სამყაროს განვითარება შეცვალეს , მაშინ ახალი მარყუჟი და ახალი ალტერსამყარო არ წარმოიშვა?
ანუ სამყაროს ბუნებრივ განვითარებაში ხომ კვდება მეცნიერის შვილი
4. ამ ავარიის შეჩერებას რა აზრი ჰქონდა. მათი სამყაროები მაინც ნადგურდებოდა აპოკალიფსით.. ასეც და ისეც განადგურდა უბრალოდ ეხლა საბოლოოდ და ამით რა მათ. მათი თუნდაც ხელოვნური სამყარო ხომ ერთადერთი იყო სადაც თუნდაც ცოტა ხნით ცოცხლობდნენ.
This post has been edited by aprilsilver on 22 Nov 2022, 01:36