ტანკე
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 66977
წევრი No.: 12696
რეგისტრ.: 10-September 05
|
#56720283 · 21 Aug 2020, 03:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოვრჩი თრუ ბლადის რივოჩს, შვიდივე სეზონს. მეორე ჯერზე უფრო მაგრა მოიტანა. ბოლო სერიას ჰქვია thank you და ლედ ზეპელინის მაგ სიმღერითვე მთავრდება შოუ. მეც მადლობა მინდა ვუთხრა ამ გენიალურ შოუს დოფამინის იმ უსაზღვრო ოდენობისთვის, რაც ამ 2-3 კვირაში გამომიმუშავა. აღარც მახსოვდა სერიალის სიუჟეტის 3/4 და არ მახსოვდა, რა გენიალური შოუ ყოფილა. ულაპარაკოდ ჩემს ათეულშია და შეიძლება ხუთეულშიც კი. საოცარ ქიმიას ვგრძნობ ამ შოუსადმი და პერსონაჟებისადმი. ხალხი ბრეიქინ ბედის ალბუკერკეს გარემოზე აფანატებდა,მაგრამ ჩემთვის ასეთი გარემო სწორედ სამხრეთული შტატი ლუიზიანა და წარმოსახვითი ქალაქი ბონ ტემპსია. მერლოტის ბარში ვცხოვრობდი ეს ბოლო დღეები. ასე მეგონა, ოჯახის წევრები მყავდნენ იქ. ლოს ანჯელესში როცა მოვხვები კიდევ ერთხელ, შანსი არაა, რომ ვორნერ ბრაზერსის სტუდიის ტური არ ავიღო და მერლოტის ბარი არ მოვინახულო (სელფი მინდა მის ფონზე).
იდეალური პროდუქტი გამოდგა - 13 ტომიანი ბესტსელერი " სამხრეთელი ვამპირების იდუმალებები"+ ალან ბოლი+ჰბო. წიგნები არ მაქვს წაკითხული,მაგრამ ამაზე უკეთესი ეკრანზიაცია წამროუდგენლად მეჩვენება. ვიცი, რომ ბევრი პერსონაჟი არაა მოხვედრილი სერიალში და ზოგ პერსონაჟს არ ეთმობა დიდი დრო,მაგალითად, გოდრიკს უმაგრესი ბექგრაუნდი აქვს (თრუ ბლადის ფანდომზე შეგიძლიათ ნახოთ, ტრუ ბლადის ვიკიპეიასავითაა), დოქტორ ლუდვიგი, ნაიალი და სხვები,მაგრამ ამის მიხუედავად, მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც კი 100% არიან გახსნილები და თითქმის ბოლომდე რეალიზებულები. უმაგრესი სამუშაო გასწია ალან ბოლმა. შოუს ეტყობა, რომ წიგნებზეა დაფუძნებული და სცენარისტები გზადაგზა არ ფიქრობდნენ სიუჟეტზე. უმაღლესი დონეა. ალან ბოლი იცით, ვინცაა - "ამერიკული სილამაზისა" და 6 feet under-ის შექმნელი. მის სამივე ქმნილებაში იგრძნობა ლგბტ თემატიკის წინ წამოწევა და განსაკუთრებით არნახულ ლეველზე ავიდა ეს თრუ ბლადში. ალან ბოლი გეია და არც მალავს ამას. ჰბო ცალკე თემაა. ამ არხზე მუდამ იყო ეროტიკული კონტენტი,მაგრამ თრუ ბლადმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა. მოკლედ, წიგნები, ბოლი და ჰბო გამოვიდა უძლიერესი კომბინაცია.
ქასტი ჩემი აზრით საუკეთესოა, რაც კი სერიალებში ყოფილა. უმაღლესი დონის შესრულება და დასამახსოვრებელი ტიპაჟები ვიზუალზე. ერთადერთი, ანა პაკუინზე მაქვს კითხვის ნიშნები. ვერ ჩამოვყალიბდი, კარგად თამაშობს თუ ცუდად. შუალედური ვარიანტი გამორიცხულია.მოგვწონს თუ არა მისი სიფათი, ფაქტია, რომ ქალს ოსკარიც აღებული აქვს და ოქროს გლობუსიც. მოდი და თქვი, რომ ცუდი მსახიობია. ისე, სხვა ტიპაჟი ახლა, ამ გადმოსახედიდან ვერც წამომიდგენია სუკი სტექჰაუსის როლში. რაღაცნაირია, უჩვეულო, არაჰოლივუდურ-ნაშური. მე მგონი, უხდება ეგ მსახიობი მაგ როლს. სხვა საქმეა, თავად სუკის პერსონაჟი რომ ამაზრზენია და ჩემი მისდამი შეფასება ძალაშია - ღლექალა.
ასეთი დოზით ძალადობა, სისხლები, სექსი და გეი თემატიკა სხვა არცერთ სერიალში არაა და ეს თრუ ბლადს უნიკალურობას ანიჭებს.მუსიკაც მოწოდების სიმაღლეზეა და ყველაფერი. აბსოლუტურად ყველა დეტალი. მატი ცალკე თემაა. ამდენი გინება შეიძლება ვინმეს აღიზიანებდეს და კდემა ეწუწებოდეს სახიდან,მაგრამ უხდება შოუს ანტურაჟს. ეს სერიალი ორიგინალშია სანახავი, ინგლისურად, რადგან ბევრი კალამბურია წიპა: fangtasia, republicunt, stake house (stackhouse რეფერენსი) და ა.შ.,ჯანდაბას, რუსულად მაინც,მაგრამ არა - ქართულად. სპეციალურად შევადარე რუსული და ქართული თარგმანი ერთ სერიაში და ქართული თარგმანი იყო სრული კატასტროფა. ერთ მომენტში ლაფაიეტი რომ კარის გასაღებად წავიდა გაბრაზებული, ინგლისურად მთელი მონოლოგი ჰქონდა უწმაწური სიტყვებისა. რუსებმა გადათარგმნეს როგორც "ხუია ვ პიზდი" თუ რაღაც ეგეთი და ქართველებმა საერთოდ არ გადათარგმნეს. ჩუმად გაუშვეს ლაფაიეტი კარისკენ. ყველას გირჩევთ, რომ ქართულად არ უყუროთ. პირველ სეზონს კიდევ რა უშავს, რამდენიმე ახმოვანებს,მაგრამ ბოლო სეზონებში ვიღაც ენაჩლიფინა ტიპი თარგმნის მარტო. ეგ ის ტიპია, საბავშვო რაღაცეებს რომ ახმოვანებს ზღარბებზე და ზებრებზე. ინგლისური თუ კომფორტული არაა თქვენთვის და ისეთი ენაა თრუ ბლადში, რომ დიდი შანსია, არ იყოს კომფორტის ზონა,მაშინ რუსულად უყურეთ! რუსებს მდიდრული მატი აქვთ. ბლომად პიზდა, პიზდეც, ბლიადები და ახუიწელნი რაღაცეები აქვთ სერიალში. ქასტს რაც შეეხება - ემის ნომინაციაშიც აქვს გამარჯვება საუკეთესო ქასტის კატეგორიაში და დამსახურებულადაც. ლეტი მეიც (მესამეხარისხოვანი პერსონაჟი) კი უმაგრესი ტიპაჟია და მაგრაც ასრულებს. ბევრი ტონკი რეფერენსია კიდევ ამ სერიალში - სარა ნიულინის სარა კონორობა ტერმინატორის რეფერენსი იყო, როცა ერიკს დაინახავს კორიდორში. ვიხალისე მაგრა. აუ, უკვე მენატრებიან...
სუკი და ბილი ცოლ-ქმარნი არიან რეალში, ეგ გეცოდინებათ, ვისაც ნანახი გაქვთ თრუ ბლადი. ტყუებიც ჰყავთ. ლაფაიეტი გარდაიცვალა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ედიქშენის გამო, ეგეც გეცოდინებათ. აუ, პემი უმაგრესი პერსონაჟია. ტარა (რუტინა ვესლი) ამბობდა, რომ გადაღებებისას თავს ძლივს იკავებდა, რათა არ გაცინებოდა მის დანახვაზე, იმდენად სასაცილო ტიპაჟიაო. მისი შავი იუმორი უმაღლესი პილოტაჟია. ძაან მაგარი პერსონაჟია. ლაფაიეტზე მეტადაც კი მომწონს. სარა ნიულინზეც ბევრი ვიღადავე. საბოლოო ჯამში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონაჟი გამოდგა სერიალისთვის. არა, ამ შოუს იუმორი ცალკე თემაა. ბევრ გაპიარებულ სიტკომს ჩაისვამს ჯიბეში. იდეაში არაა კომედია - დრამა, მისტიკა, ფენტეზია, ექშენია,მაგრამ იმდენად მაგარი იუმორია შიგნით, რომ რავი. ბევრჯერ ხმამაღლა გამიცინია კიდეც,რაც იშვიათობაა სერიალის ყურებისას.
ბოლო სეზონი მოისუსტებს სხვებთან შედარებით, უნდა ვაღიარო,მაგრამ ისეთი ცუდიც არაა, როგორიც პირველ ჯერზე ჩანდა. უფრო მეტი წიგნია ბოლო სეზონში, ვიდრე სანახაობა და სერიალის ფორმატი. დრაივი აკლია,მაგრამ მაინც საჭირო იყო ეგ ყველაფერი. დამღალა ამდენმა უაზრო ფლეშბექმა,მაგრამ გასაგებია,რატომაც იყო ამ დოზით. ბოლო სცენა რევერანსი იყო ლოიალური ფანებისადმი და thank you არ ყოფილა შემთხვევითობა. კსტაწი, სემ მწრლოტმა (სემ ტრემელმა) დააანონსა შესაძლო სპინოფი,მაგრამ იმედია ეს არ მოხდება. გააჩერონ ეს სერიალი თავის მაგარ ადგილას. ძაან მენატრებიან პერსონაჟები და არცერთი სხვა სერიალის პერსონაჟები ასე ხშირად არ გამხსენებიან ბოლო წლებში, როგორც თრუ ბლადის უგენიალურესი ქასტი,მაგრამ არ მინდა, რომ გააფუჭონ ყველაფერი. არ გვინდა სპინოფი, თან ქასტი ნამეტანი საერთაშორისოა და ხელახლა შეკრება გაუჭირდებათ - ავსტრალია, კანადა, ბრიტანეთი, სკანდინავია და სხვ. თან ლაფაიეტის გარეშე რავი...
მთავარი პერსონაჟეების დიდი ნაწილი თავიდანვე არ შემოდის სერიალში, ეს მახსოვდა და ყოველი შემოსვლა დროული და ეპიკი იყო. ზღაპრული სამყაროა ბონ ტემპსი. ოჯახური გარემო არის ის მთავარი,რაც ჩეემთვის ეპიკურს ხდის ამ სერიალს. ყველა პერსონაჟი მიყვარს, მესამეხარისხოვნებიც კი. ნუ, სუკი ცალკე თემაა,მაგრამ თრუ ბლადის ხათრით ეგეც მიყვარს.მოკლედ, მადლობა თრუ ბლადს, ოდესმე ისევ შევხვდებით, წლების მერე, როცა 3/4 ისევ დამავიწყდება და მესამედ ვუყურებ. ისე, არ ვაპირებდი ხელმეორედ ყურებას. პირველი რამდენიმე წუთის გახსენება მინდოდა და შეევყევი, იმდენად დრაივიანია და ჩამთრევი. თან რომ ვიცოდი შინაარსი, უფრო მოიტანა. ვიცოდი კონკრეტულად,რა მოლოდინი უნდა მქონოდა და შედარებით დუნე დაწყების მიუხედავად, მაინც ჩამთრევი გამოდგა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე რომელიმე სერიალს მეორედ ვნახავდი და თან პირველი თრუ ბლადი გამოდგებოდა. არ ვნანობ, პირიქით, ვისიამოვნე მაგრა. ერთსაათიანი სერიები ცოტა ბევრია და ბოლო უღიმღამო სეზონზე შუაზე ვყოფდი,მაგრაამ მაინც. დრო მალე გადიოდა ყურებაში. თავის ჟანრში საუკეთესოა! კლასიკაა პრინციპში. შემდეგი "ფრინჯი" და "ცხელი ძაღლია" გეგმაში რივოჩისთვის. ვნახოთ, ნებისყოფა თუ მეყოფა. ეგენიც კარგად დავიწყებული მაქვს. პ.ს. როცა არლინმა (კერი პრესტონი, ლოსტის ბენის - მაიკლ ემერსონის - ცოლი) ემი მოიგო “კარგი ცოლი”-ში ნათამაშები როლისთვის, წლების წინ დასრულებული სერიალი არ დავიწყებია სამადლობელო რეჩში და თრუ ბლად ფემილი ახსენა. ეს ფაქტი ბევრ რაღაცაზე მეტყველებს. მართლაც ერთი დიდი ოჯახია თრუ ბლადი და მეც ვიყავი ამ ოჯახის წევრი. მეორედ როცა ვნახე თრუ ბლადი, შეგრძნება მქონდა, რომ ფემილი რეიუნიონ მოხდა. მერლოტის ბარის მყუდრო გარემო მთავარი კონტრიბუტორია ამაში.
Thank you <3
This post has been edited by ტანკე on 21 Aug 2020, 06:52
--------------------
On ne peut pas faire d'omelette sans casser des oeufs
|