მოკვდა ეს რაგნარა და შეე#ით ეხლა

ჩემთვისაც რაგნარი იყო ყველაზე მაგარი ტიპი ამ სერიალში და მაგის გულისთვის დავიწყეთ ამ სერიალის ყურება.
მაგრამ მოკვდა.
და ღიმილს იწვევს ცოტა სასტავი რო გარდაცვლილს მისტირის.
გაცოცხლებით ხო აღარ გაცოცხლდება და ან უნდა დაანებო ყურებას თავი, ან გააგრძელო რაგნარზე ვაი-ვიშის გარეშე.
კაი ხელში აღმოჩნდა კატეგატი.
ბიორნია ნამდვილი მემკვიდრე.
ნამდვილი ვიკინგი.
რაგნარის და ლაგერტას შვილი.
სხვა რაგნარსონები არ არიან ლაგერტას შვილები და ეგაა მაგათი სუსტი მხარე.
თორემ უბე კაი ტიპია.
ბავშვობიდანვე.
ფლოკი რო გაფაქტა წყალში, მაშინ დამევასა პირველად.
ჭკუითაც ეგ გავს რაგნარს ყველაზე მეტად.
ჰვიტსერკი რაღაცნაირად უმარილო ტიპია, პიროვნულად.
თუმცა ბრძოლით რო კაიფობს მაგრად, მაგით ვკაიფობ. სიამოვნებას იღებს. ცოტა შეურაცხადს გავს...
აივარი თავიდან კაი ტიპი ჩანდა, რაგნარს გავდა მიმიკებით, ჭკვიანიც ჩანდა.
მაგრამ თავში აუვარდა ერთი-ორი წარმატება და ყველანაირად დაშორდა რაგნარს.
რაგნარის გარეშე კიდე კაპიკია აივარის ფასი.
რაგნარის ოჯახს გარეთ ჰარალდი მევასებოდა თავიდანვე.
ძაან მაგარი ტიპია.
და ღირსეული.
რაგნარის მიმიკებით

ანუ რაგნარი კი მოკვდა, მაგრამ დარჩენილ პერსონაჟებში საკმაო დოზითაა რაგნარი.
ინგლისში ჰეჰმუნდის სიკვდილი ცოტა ნაადრევად მომეჩვენა.
ალფრედის თემაც საინტერესოა, მაგრამ არ განივრცობა მეტი ალბათ.
The Last Kingdom რო არის სერიალი, მანდ არის ერთ-ერთ მთავარ როლში ალფრედი.
ისევ ვიკინგების შემოტევების მოგერიება უწევს.
ცოტა უმარილო სერიალია, ვერ დავუმუღამე.
საფრანგეთში გახედვაც არ მინდა.
სადღაც მესამე ან სულაც მეორე სეზონიდან აღარ მევასებოდა როლო.
საერთოდ, არ მევასებიან ისეთი პერსონაჟები, ოჯახის წევრის წარმატებით რო იბოღმებიან...
ისე, მეგონა რომ ბიორნის ეპიზოდით დამთავრდა სერიალი.
კაი ფინალი იქნებოდა.
რაგნარიც მაქედან გადაჰყურებდა ხოლმე თავის სამშობლოს.
This post has been edited by Frankens†ein on 3 Feb 2019, 17:39
Mens sana in corpore sano...