ვიკინგების ეპოქის დასასრული
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვიკინგების ერაში, სკანდინავიელი ქალები და მამაკაცები მოგზაურობდნენ ევროპის მასშტაბით, ძალიან ბევრ ადგილას დადგეს ფეხი და საკუთარი კულტურული დიასპორით დატოვეს ნაკვლაევი ნიუფაუნდლენდიდან ბიზანტიის ჩათვლით. ენერგიული აქტივობები, რომელიც ხორციელდებოდა ამ ეპოქაში, იწვევდა უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს და გავლენას ახდენდა ვიკინგთან დღის წესრიგზეც კი. იმ 300 წლის განმავლობაში, რომელიც მერვე საუკუნეში დაიწყო, როდესაც აღმოცენდნენ პირველი ვიკინგი მებრძოლები, და მეთერთმეტე საუკუნემდე გასტანა, სკანდინავიურ კულტურაში უმნიშვენლოვანესი ცვლილებები მოხდა.
მეთერთმეტე საუკუნის ბოლოს, მაშინ როდესაც სამეფო დინასტიის ლეგიტიმაცია ხდება კათოლიკური ეკლესიის მიერ (წინარე 300 წლის მანძილზე ამ ლეგიტიმაციას ფაქტობრივი ძალა არ ჰქონდა) გაძლიერდა იქ მცხოვრები ხალხი საგრძნობლად და დაიწყო სამი სამეფოს - დანიის, შვედეთის და ნორვეგიის სამეფოთა ფორმირება. გაჩნდა ქალაქები, რომლებიც წარმოადგენდნენ ადმინისტრაციულ ცენტრებს, იყვნენ საერთონი და ეკლესიურად ლეგიტიაცია-მოპოვებულები, ამასთან ერთად შეიქმნა საბაზრო პუნქტები, რომლებიც გერმანული და ბრიტანული მოდელების მიხედვით ფუნქციონირებდნენ და ეკონომიკური ფუნდამენტი გააჩინეს. ამ დროისათვის ისლამური ვერცხლის შემოდინება შეწყდა ერთი საუკუნით და ინგლისური ვერცხლის შემოდინებაც შეწყდა მეთერთმეტე საუკუნის შუა ხანებისათვის. ქრისტიანობამ საკუთარი ფესვები აქტიურად გაიდგა დანიასა და ნორვეგიაში სხვადასხვა ეპარქიების დაარსებით, ხოლო შვედეთში ეს პროცესი პირველ ნაბიჯებს დგამდა. უცხო საეკლესიო პირები და იქ მცხოვრები ელიტარული ხალხი ცდილობდა ქრისტიანობის ინტერესების აფიშირებას, რომელიც იწყებდა ტრანსფორმაციას და არ იყო კვლავინდებურად მისიონეურ ფაქტორზე დაყრდნობილი, ამასთან ერთად ცხოვრების სტილიც იცვლებოდა, რამაც მნიშვნელოვნად წაახალისა ეს პროცესი. 1103 წლისათვის პირველი არქიეპისკიპოსის ეპარქია დაარსდა სკანდინავიაში, ლუნდში, რომელიც შემდგომ დანიის ნაწილი გახდა.
სკანდინავიური სამეფოების ასიმილაცია ევროპიდან შემოსულ კულტურასთან, რომელზე გავლენაც ქრისტიანობისა უდიდესი იყო, გახდა იმის საფუძველი, რომ სკანდინავიელი მმართველების მენტალური ცვლილება განხორციელდა, მათ შეცვალეს საკუთარი მიზნები და ფოკუსირდნენ კარგი ურთიერთობის დამყარებაზე მეზობლებთან. ვიკინგთა შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო მონათმფლობელობა იყო. შუა საუკუნეების ეკლესია თვლიდა, რომ ქრისტიანებს არ უნდა ჰყოლოდათ ქრისტიანი მონები, თავად ევროპის ჩრდილოეთში ფართოდ იყო გავრცელებული მონათმფლობელობა კლასიკური სახით, რომელიც გულისხმობდა, რომ მონა მიჩნეულია, როგორც ადამიანის პირადი მოხმარების ნივთი და მისი ექსპლუატაცია ყოველ გზის სავსებით ლეგიტიმურია. ეს მნიშვენლოვანი ბიძგი გამოდგა რეიდისთვის, რომელიც ეფუძნებოდა ეკონომიკურ მიზნებს, მონათმფლობელობის აქტივობები გრძელდებოდა მეთერთმეტე საუკუნის ბოლომდე. ამ დროისათვის, სკანდინავიელთა მტაცებლური შეტევები შესუსტებული იყო ჩრდილოეთისა და ირლანდიის ზღვების მიმდებარე ტერიტორიებზე.
ნორვეგიის მეფეები აგრძელებდნენ საკუთარი ძალის დემონსტრაციას ბრიტანეთის ჩრდილოეთით და ირლანდიაში, რეიდები გაგრძელდა მეთორმეტე საუკუნემდე, თუმცა მათი მილიტარისტული ამბიციები ფოკუსირებული სრულად ახლებური გზისკენ იყო. 1107 წელს, სიგურდ პირველმა, გაცურა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისკენ ნორვეგიელი ჯვაროსნებითურთ, რათა ებრძოლათ ახლად შექმნილი იერუსალიმის სამეფოსათვის, ამასთან ერთად, მნიშვენლოვანია დანიელთა და შვედთა აქტივობები ამასთან მიმართებაში - ისინი ენერგიულად იღებდნენ მონაწილეობას ბალტიის, იგივე ჩრდილოეთის ჯვაროსნულ მოძრაობაში მეთორმეტე და მეცამეტე საუკუნეებში.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%...%83%9A%E1%83%98