მაგალითად მანერები და დანა-ჩანგალი ბოლო სადილებზე

დილით დავიწყე და საღამოს მოვრჩი.
ერთია ოღონდ, ორიგინალში უნდა უყურო. სულ სხვა ემოცია და ფონი მოდის, ვიდრე თუნდაც ხარისხიანი დუბლირებიდან.
ვინც მარტო თავგადასავლო დრამას ელოდა, იმას მოსაწყენი მოეჩვენება კი. უფრო ალეგორიული ბმები დავინახე, ასევე ადამიანურობა რომ ჩვენი გამოგონილია და კაცმა არ იცის რას ნიშნავს სინამდვილეში

ატმოსფეროსა და მსახიობებზე აღარაფერს ვამბობ
დამალვას რაც შეეხება, ქროზიეს გმირი ერთადერთია, რომელიც მთელი სიუჟეტის განმავლობაში ტრანსფორმაციას არ განიცდის. მყარად დგას მიწაზე და ბოლომდე ნათელი გონება შერჩება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მას შემდეგ რაც ხალხი დაეღუპება, უკვე შესამჩნევი ხდება, რომ ისიც გატყდა. მისი ცხოვრება მხოლოდ ჯგუფის გადარჩენაზე კონცენტრირდა და შთანთქა, გაიხსენეთ საცოლეც აღარ ახსენდება უკვე. ხალხის განადგურების მერე აზრი დაეკარგა ყველაფერს რაც მანამდე იყო და მისცა თავი იმას, რასაც გაურბოდა
This post has been edited by baggins on 18 Apr 2018, 12:14