ჰოო, მთლად ვერ დაგეთანხმები მაგაში.
ჩემთვის ეს სერიალი ხელოვნებაა და სწორედ ამ გადმოსახედიდან ვაფასებ. ისტორიულ ფაქტებს ასახავს თუ არა, არ აქვს დიდი მნიშვნელობა.
მთავარია რომ ნაჩვენებია რა ემართება კაცობრიობის არსებობის უდიდეს შემადგენელს არცთუ ადამიანური ყოფის პირობებში. ამ ზღვარზე, რაც უფრო მყარად ხარ ჩაშენებული მატრიცაში, მით უფრო სწრაფად იშლები. ნაჩვენებია ძალიან კარგად, უბრალოდ, ზედმეტი ხლაფორთის გარეშე.
ტუნბაქს რაც შეეხება, ცალკე პერსონაჟი ხომ არაა. ადამიანებზეა შოუ და არა საშინელ დათვზე, რომელის დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ ამავე ადამიანების ბუნებასა და სამყაროს უცნობ ძალებს შორის შეჯახების მეტაფორული სახეა. გეთანხმები, რომ მის გარეშეც შეიძლებოდა გაკეთება, მაგრამ მაშინ მაყურებლის სხვა გამაღიზიანებლები დასჭირდებოდათ. შოუა რა

ვფიქრობ, რომ რაც გააკეთეს, კარგად გააკეთეს.
MeRoმე პირიქით, ასეთი ნათელი რამ დიდი ხანია არ მინახავს. ბნელიც და ნათელიც ერთად.
This post has been edited by baggins on 21 May 2018, 09:58