როგორ თუ არ არსებობს?

ობიექტურად ქართულ ენაში არსებობს და შეიძლება შენს წარმოდგენაში არ არსებობდეს.
ფენტეზი არის ჯადოქრობა.
ფანტასტიკა არის როცა მეცნიერულად აშკარად შეუძლებელი რამე წარმოდგენილია, როგორც შესაძლებელი. მაგალითად, ტრანსფორმერებში ჩვენს დროში მანქანა რომ რობოტად გარდაიქმნება იქცევა და ერთმანეთს რომ ელაპარაკებიან.
სამეცნიერო ფანტასტიკა არის მეცნიერული შესაძლებლობების ფარგლებში არსებული მოვლენები, რომლის მოხდენის შესაძლებლობაც მეცნიერულად გამორიცხული არაა. მაგალითად, სხვა პლანეტაზე სიცოცხლე, კოსმოსური ხომალდები, ტერაფორმაცია, დაბერების შემაჩერებელი წამალი და ა. შ.