ვაიმე შაგუუუუ.....
ვატიკანა მენატრებაო რომ თქვა ტირილით და სასწრაფოს გამოძახებაზე არ მინდააააა-ო, ნერვებდაწყვეტილმა, ორი საათი ვიცინოდი.
რადგან, მე ერთხელ მქონდა იიიიმენა კლინიკური დეპრესია და დედაჩემს ვუჩითავდი ზუსტად ეგეთ რამეებს, ის სასწრაფოს მთავაზობდა და გაოგნებულ-გაოცებული იყო.
მე ზუსტად შაგუსავით ვიქცეოდი, არ მინდაააააააა!
მერე ფსიქოლოგზე მეჩალიჩებოდნენ და ამაზე შაგუს გროტესკს ვჩითავდი, არც მოვაყვანინე, არც წავყევი.
ზურგს უკან ზუსტად ჩიკასავით მჭორავდა ბიძაჩემთან და მამაჩემთან და ა.შ., თუ როგორ გავრეკე.
და მეც შაგუსავით მქონდა აკვიატებები. ეს ხომ ყველს, ყავას, გამარჯობას ვეღარ იტანს დასანახად. მე ჩემს თემებში ვიყავი.
დილა მაგით იწყებოდა და იდგნენ სტარტზე ყველანი. ცუდი იყო, გიჟად ვგრძნობდი თავს, რომელსაც უტარებენ ყველაფერს და უთმენენ.

მერე მოვიგონე აურის გაწმენდა ნაკურთხ წყალზე, საკმეველზე და სანთელზე.
საეკლესიო მაღაზია ამოვატანინე სახლში ტიპებს.
ნეტა შაგუმაც გაჩითოს რამე ასეთი, ძაან ვიცინებ.
იმ წუთას არ იყო სასაცილო საერთოდ, მაგრამ რომ გამოვკეთდი მერე კი ამოვხოცე ოჯახი იმ ამბების გახსენებაზე.
აი, რეჟისორი რომ დაჯდეს და იფიქროს, ეგეთ ნაღდ და ნამდვილ კომედიას ვერ გადაიღებს.
და შაგუს შემხედვარე მეორედ ვბჟირდები ხოლმე სიცილისგან ცალკე ჩემზე, ცალკე შაგუზე.

მოვკვდი და აღარ ვარ, ეს ძაან ნამდვილი რამეა
This post has been edited by Estrella on 6 Aug 2018, 04:39