ისევ დავემთხვიეთ მე და შაგუ დეპრესიაში

მეც მასავით გავიაზრე, რომ დედას ჩემთვის იავნანა არასდროს უმღერია და მომინდა მას დავეძინებინე.
ქალს სერიოზული ტრაგიზმი და დრამატიზმი მოვუწყე, შენ ჩემთვის არასდროს გიმღერია იავნანა, ძილის წინ შუბლზე არ გიკოცნია, არც შუქი ჩაგვიქვრა და არ მეფერებოდი, არ მაქებდი და არ მათამამებდი-მეთქი!
გამოშტერდა. სად გინახავს ჩემი სიმღერა, არ მაქვს ნიჭი ან ჩემი უწი-პუწი სად გინახავს, არ მიცნობ როგორო ვარო?
მაგრამ მე დეპრესია ავაგდე და თავი შევუშვირე.
არ ვიცი რამდენი ხანი გასტანა, ყოველ ღამე შემყავდა ოთახში,
რომ მომფერებოდა, ემღერა და დავეძინებინე. ალბათ ერთი კვირა.