თავიდან შედარებით სუსტად დაიწყო ..მაგრამ ნელ ნელა უკვე გაიხსნა ყველაფერი..სოას თან კავშირები ..პარალელები
დღეს გამოდის მგონი ბოლო სერია ..მეორე სეზონი დაუმტკიცეს კურტს უკვე,ნუ სოას ვინც უყურებდა 90 % ყველა კმაყოფილი დარჩებოდა
ერთ ერთი მთავარი დეტალი რაც სოასგან განასხვავებს ის არის რომ ყოველი სერიის დასაწყისში სხვადასხვა ცხოველი ან ქვეწარმავალი ფიგურირებს..შემგდომში კი ყველა მათგან აქვს შეხება ,სერიალის გმირებთან..რაშიც მცირე ფარული გზავნილები არის ხოლმე(მაგალითად ტარაკანა-გალინდო ,მელია -პოტერი და ა.შ) ..ანუ აქ ისიც ნათელია რომ ეს სერიალი არ არის აგებული ერთ გმირზე და მის გარშემო საწმყაროზე(როგორც ჯექსის შემთხვევაში..მისი თანმდევი პირველი სერიიდან ბოლო სერიამდე ყვავი იყო)..ნუ იდეაში იზი რეისი არის შედარებით წინა პლანზე,მაგრამ გალინდო,ადელიტა,პოტერი..საკმაოდ ბევრი პერსონაჟია და ვერ ვიტყოდი ეს სერიალი რომ იზი რეისზეა..რაც პლიუსია..სოას რიმექი ნაღდად არავის არ უნდოდა ,რისი საშიროშრებაც ხშირად არის ხოლმე როდესაც რაიმის სიქველს/გაგრძელებას იღებენ.
მეორე მთავარი მომენტი რის გამოც დიდი პლიუსი დაიმსახურა ჩემგან არის ლინკონ პოტერის გმირის დაბრუნება .. ანარქიის შვილებში ერთ ერთი ყველაზე შენძრეული გამომძიებელი იყო..მეოთხე სეზონი სოა ში იმენა დაამშვენა და კარგად გათვალეს მისი პირველი სეზონში მოყვანა..
ნუ ვისაც ახსოვს მეOტხე სეზონი, ეს სეზონი რაღაც მხრივ არის ანარქიის შვილების მეოთხე სეზონთან ძალიან ახლოს.. მაშინ სემქროუსაც გალინდოს კარტელთან უწევდა თანამშრომლობა..ალვარეზი და მაიელები წინა პლანზე იყვნენ.. ხოდა საინტერესოდ არის დაკავშირებული ეს ორი სამყარო გალინდოს კარტეზლე დაყრდონით აწყობილი.
დარმწუნებული ვარ რომ ახლა ვინც ამ სერიალს უყურებს უმეტესობა სოას გამო უყურებს .. ცოტა იქნება ისეთი ვინც აი ახლა დაიწყო ამისი ყურება

ხოდა პირველ სერიაში სოას წევრების გამოჩენა ძაან მაგარი და ემოციური იყო..4 წელი გავიდა რაც დასრულდა და უცბად რომ ბრუნდება მისტერ მეიჰიმის სიმბოლოიანი, ტყავის ქურთუკიანი როჟები სასიამოვნოა

და ძალიან მნიშვნელოვანი ხოდია ძველი მაყურებლების მოსაზიდად.. კიდე იყო შემდეგ სერიაებში იარაღი რომ მიუტანეს მაიელებს სოას ბიჭებმა.. ეგაა რომ შედარებით ცნობილი გმირები არ ჩანან(ტიგი,ჰეფი,ჩიბსი) მაგრამ იმედია ნელ ნელა მაგათაც გამოაჩენენ მომეტენბში.
ნუ მინუსზეც რო ვთქვა..თვითონ მაიელების კლუბში არ არის ისეთი ოჯახური სიტუაცია როგორც სოაში იყო..ნუ ეს ალბატ არც იყო საჭირო, მაგრამ უფრო კარგი იქნებოა შედარებით უფრო შეკრული კლუბი ყოფილიყო და არა უბრალოდ კრიმინელების ბანდა :დ
ეს გამოსწორებადია
უბრალოდ ეგ ჩემი სურვილი იყო რომ ეგეთი სიტუაცია ყოფილიყო

თვითონ ეს პრეზიდენტიც რაღაცა ვერ დავამუღამე რა როჟაა,კლეის ეტყობოდა პირვლივე სერიაში რაც იყო , ეს ვერ ამოვხსენი ჯერ..ძაან მეორე ხარისხოვანია მგონი ამ ეტაპზე პრეზიდენტი.
მაგრამ გალინდოს ცოლის გმირი არის ძაან ცუდად შერჩეული..ვაბშე ვერ თამაშობს..იდეაში უნდოდათ შეექმნათ ჯემასნაირი ძლიერი ქალი,რომელსაც შეეძლო ოჯახის საქმეების კონტროლი და მართვა ..მაგრამ ვერა ,ძალიან ხელოვნურია და ეკრანზე როცა ჩდება ეგრევე მიქრება იმ სცენის ყურების მუღამი(იმედია მოკლავენ მალე

)
ფავორიტი გმირი კოკოა

ძაან მაგარი კაცია, ენჯლეიც ნორმალური როჟაა
სატერის ვიდეო ვნახე და ბოლო სერიაზე ისაუბრა..ერთადერთი რაც თქვა ის იყო რომ კლასიკური სოას სეზონის ბოლოს მსგავსი იქნებაოო..
თან სოასთან იქნება მცირე კავშირიცო ,თვითონ გმირებს შორის.
მოკლედ ყველანაირი საფუძველი აქვს მაიანს რომ სოას დანატოვარი კარგად გააგრძელოს და იმედია შეძლებენ

და მუსიკა ..სატერის შემოქმედებაში რომელიმე ფილმში ან სერიალში მუსიკა ცუდი რომ იყოს არ შეიძლება