თაიამართლა რომ აპატიოს ზაზამ და დედამთილმაც აპატიოს, რა აზრი აქვს აწი მათ ერთად ცხოვრებას?
აქამდე სამზარეულოს გარეთ არ უშვებდა ისე ეჭვიანობდა, აწი რა დღეში ეყოლება წარმოგიდგენია?
ერთი წუთი თვალს რომ მოეფაროს ისევ გასაგდები გაუხდებათ, ცალკე ზაზას და ცალკე დედამთილს..
თან იგივე წრეზე დატრიალდებიან, არაფერი შეცვლილა, ის ისევ "მოძალადე" ზაზაა, ეს კი ისევ "მსხვერპლი" ქეთი.
უთხრა კაცმა არ შემიძლია პაცი-პუცი, ეს ვარ რაც ვარო, "მოლ" შენს გამო ვერ შევიცვლებიო.
თან არ ხდება ესეთი რაღაცეები ცალ მხრივად, ვფიქრობ ამ დროს სითბოს ინიციატორი ქალი უნდა იყოს.
მაგრამ ქეთი და სითბო იგივეა, როგორც ზაზა და სითბო, "რობოტი" ქალია, კუნძი

მშვენიერი ურთიერთობა აქვთ ცალცალკე, ცოტას იწუწუნებს ბავშვი და მიეჩვევა.
დროთა განმავლობაში ესენიც მოძებნიდნენ თავის გზას და იქნებიან შორს და ტკბილად.
მათი შერიგება კი ეჭვიანობას, უნდობლობას, უბედურებას, და ბევრ ტკივილს მოასწავებს, რაც მომავალში ბავშვზე უფრო უარესად აისახება.
მომენტებში ფსიქოტიპაჟებიდან გამომდინარე სცენარი ალოგიკურად ვითარდება, ამიტომ შერიგებას არ გამოვრიცხავ ზაზასგან, რაც რეალურად გამორიცხულია.
პ.ს. ეგ კი არა მე იმას ვდარდობ შაგუ არ გაგვიბახოს იმ როჟამ