ზედმეტად გაბუქებულია, გაზვიადებულია...............
მონტანები რეალობა იყო? იმენა ფანტასტიკის სფეროს ეკუთვნოდა

მონტანები vs ბაბულიკები

პრეზიდენტობის ორი კანდიდატი რომ ქვეყნიდან მოხევს და რიო დე ჟანეიროდან სელფის რო დებს, ეგ რეალობასთან საერთოდ არის ახლოს?
კიდევ ბევრი რამეა რაც ძალიან ზედმეტად გაბუქებულად აქვთ ნაჩვენები...
იმის თქმა მინდა რომ ამ სერიალზე დაყრდნობით ვერ ენდობი მთლად, ერთი 50 წლის მერე შვილიშვილმა რომ მკითხოს, ამ სერიალში რაც ხდებოდა, ეს იყო თქვენი რეალობაო? ვეტყვი არა თქო, და ვეტყვი რომ ნაწილობრივად ზედმეტად არის გადმოცემული ყველაფერი და ზოგიერთი რამე საერთოდ სცენარისტების ფანტაზიის ნაყოფია
პრეზიდენტი რო რეპავს ეგ საერთოდ ფენტეზის ჟანრია

რა პრეზიდენტი რეპავს

თან მეორე დღეს რო გამოდის დამნაშავე ჩაჯმული სახით და ბოდიშს იხდის და აღიარებს :დ
ეს სულიკო ხო საერთოდ... რა არის რეალობა? პრეზიდენტი არჩევნებამდე რომ იძახის მთელი ჩემი საპრეზიდენტო პროგრამა სმა-ჭამა ქეიფი ტყნაური და სიმღერააო? და ამის მერე მთელი მოსახლეობა რომ ამას აძლევს ხმას? ფანტასტიკა გახდა ეს სერიალი სადღაც მეცხრე სეზონიდან
ისე კი რათქმაუნდა უმეტესობა რეალობას აღწერს მაგრამ ზოგიერთი ისე ზედმეტად არის გადმოცემული, აი იმის თქმა მინდა რომ ზოგიერთი რამ იმდენად სცენარისტების ზედმეტი ფანტაზიის ნაყოფია რომ უკვე რეალობა რაც არის გადმოცემული, ისიც შეიძლება არ დაუჯეროს მაყურებელმა.....
აი სოფლელებზე კარგად არის გადმოცემული, მართლა ეგეთი ჟილკიანები არიან ეს ჩამოსული ხალხი და არანაირი ბარიერი არ არსებობს რომლის გადალახვაც არ შეუძლიათ, კარიდან თუ გააგდებენ, ფანჯრიდან შემოძვრებიან, ფანჯრიდან თუ გადააგდებ, იატაკს გახვრიტავს და ამოგიძვრება მაინც, აი ეგ კარგად არის გადმოცემული...
ზაზას და ქეთის ურთიერთობაც ქართული რეალობაა, დათო და ნინას ოჯახიც, ირაც, ირასნაირ ქალს რომ ეგეთი ახვარი შვილი ყავს, დაჟე ეგეც რეალობაა, და ის ლევანიკო რომ ძმაკაცის დას ჟიმავდა, ეგეც რეალობაა, ზაზას დედის დედა რომ მოკვდა გურიაში, იქაური რაც ანახეს, ყველაფერი რეალობაა კი ბატონო, ქალს რომ ჩაგრავდა და ნინამ გადაარჩინა, ეგეც რეალობაა,
უმეტესობა რეალობაა ბაზარი არაა მაგრამ მაინც ბევრი შეცდომა აქვთ დაშვებული სერიალის გადაღებისას რამაც შეიძლება მაყურებელი შეცდომაში ჩააგდოს და მთლიანად შეუქმნას ის წარმოდგენა რომ ეს სცენარისტების სუბიექტური შეფასებაა რეალობასთან დაკავშირებით....
აბა სერიალს რომ ვუყურებ იმ მიდგომით რომ ამ სერიალში ხდება ის, რაც რეალურად საქართველოში ხდება, და ვხედავ მონტანების კლანს, დუბინკებიანი ტიპები, ყავთ ბოსი, რომელიც თავის ოთახში ზის ზუსტად ისე როგორც მაფიოზურ ფილმებშია და ვისკს წრუპავს, დუბინკებიან კამანდებს რომ გზავნის ესა და ეს საქმე მოაგვარეთო, ხო არ ღადაობ? ეგ როგორ არის რეალობა? ეგეთი ტიპები რომ გაიჩითონ ქუჩაში ხროვად, დუბინკის მოქნევასაც არავინ აცდის, ჩამოართმევენ ყველას და განყოფილებაში წაათრევენ, აქ კიდევ ესენი ქუჩა-ქუჩა და რესტორან-რესტორან დადიან და ტიპებს თავპირს უნგრევენ ისე რომ კაციშვილი არ არის მომკითხავი...
მოკლედ ეს უაზრო აცდენები რომ არ ყოფილიყო, რეალობის კარგი აღწერა იყო და ნუ ეგრე გამოდის რომ სცენარისტებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს... ამ შეცდომების მიზეზი უფრო მათი დაბოღმილი მდგომარეობა მგონია, კაკრაზ იმ დროს დაემთხვა სერიალის დასაწყისი, როცა ქვეყანაში მთავრობა შეიცვალა, და ესენი კიდევ ყოფილი მთავრობის მომხრეები არიან ამიტომ ერთგვარად დაბოღმილები არიან და ცდილობენ ყველაფერი ცუდად გვაჩვენონ, გვაჩვენონ რომ ყველაფერი ცუდი ხდება, ერთი ნათელი წერტილიც არ არსებობს და ნებისმიერ ფენაში ადამიანები განადგურებულები არიან და არავის არაფერი ეშველება, დაახლოებით მსგავს მესიჯებს იძლევიან... ქვეყანას დედა რომ აქვს ნატირები, ეს ყველამ ვიცით, თვალები ჩვენც გვაქვს, მაგრამ აქ როგორც გვაჩვენებენ, გაზვიადებულია... მოკლედ შეცდომა იქიდან მოდის რომ არ უნდა გაეპოლიტიკურებინათ, კაი ხანია უკვე სერიალს პოლიტიკური ფონი მოსდევს... დაჟე სერიების მინიმუმ 70% პოლიტიკურ შინაარსს ატარებს