მე მაგრა მომეწონა ეს სეზონი. მგონი პირველსაც აჯობა

იმიტომ რომ ნაკლები სერია იყო, მაგრამ ყველა ღირებული. I-ში ბევრი ფილერი იყო. კარგია რომ მიხვდნენ იმას რომ ხარისხით უნდა გაიტანონ და არა რაოდენობით.
როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის მოყვარული სრულიად კმაყოფილი დავრჩი. Bad Travelling, Swarm, In Vaulted Halls Entombed, შეკრული sci-fi საკაიფო plot twist-ებით და ანიმაციით. The Very Pulse of the Machine პოეზიასავით წავიდა და ძველი sci-fi მოკლე ნაწარმოებები გამახსენდა სულისკვეთებით. Jibaro მომეწონა მაგრამ რაღაცა მეტსაც ველოდი. Night of the Mini Dead საღადაო სერია იყო და კარგადაც შევირგე. Kill Team Kill 80-იანი ბოევიკების დეკონსტრუქცია (Predator მაგალითისათვის). Mason's Rats კარგი ჯიგრული სერია გამოდგა. მაგრამ 3 რობოტი ჩემი ფავორიტები არიან, ყველაზე მეტად პუჭურა მევასება

ძალიან მაგარი ფინალი აქვს პირველი სერიას, გულიანად გავიცინე. სხვისი არ ვიცი მე მაგარი კმაყოფილი დავრჩი. კიდევ ვნახავ კიდევ ბევრჯერ ვნახავ.
PSჩემს თვალში სრულიად რეაბილიტირებულია ეს პროექტი და IV სეზონს ველოდები.
PPS გუშინ და დღეს I და II სეზონიც გადავიმეორე, აპერატივის პონტში, მთავარი კერძის წინ.
This post has been edited by 4L3X on 21 May 2022, 01:24