პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოგიხადოთ (ვისაც გაწუხებთ) იმისათვის, რომ წიგნები მაქვს წაკითხული.
თავის დროზე პირველმა სეზონმა ისე მომხიბლა, გადავწყვიტე წიგნიც წამეკითხა, თავი ვეღარ დავანებე და... მთლიანად შემომეკითხა.
კითხვის დროს აღმოვაჩინე, რომ თავიდან სერიალიც და წიგნიც ერთნაირად მიდიოდა მე-4 სეზონის ჩათვლით, შემდეგ მე-5 სეზონი ნაწილობრივ და შემდეგ კი წიგნი წყდება! ავტორს უბრალოდ შემდეგი ტომი არ გამოუშვია,
მაგრამ სერიალმა კი საკუთარი დინება განაგრძო.მე-5, მე-6 სერიაში და ა.შ. მოვლენები უწიგნოდ განვითარდა და იქნებ ცოტა განმიმარტოთ რას გულისხმობთ წიგნის გავლენაში?
სერიალიც წიგნს მიყვებოდა, წიიიგნს. ასე რომ ის წინასწარმეტყველებაც, პერსონაჟებიც და მათი სახასიათო შტრიხებიც მხოლოდ წიგნის კი არა, სერიალის ნაწილიცაა.
და როცა წიგნი მორჩა, რეჟისორები იძულებული გახდნენ რომ სცენარი საკუთარ თავზე აეღოთ, და არა იმიტომ რომ მათ სერიალის განვითარება სხვანაირად წარმოედგინათ და ეს ხაზიდან გადასვლა მათი არჩევანია.
წიგნში თეთრ მოსიარულეებზე საერთოდ არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის, რომ ისინი არსებობენ და რომ სემმა ობსიდიანით მოკლა. ჰოდა რატომ გიკვირთ რომ სერიალიდან მაინც მინდოდა გამეგო საერთოდ რა ჯიშისაა ეს ხალხი, რატომ გაიღვიძეს მაინცდამაინც ეხლა, რა მოტივაცია ამოძრავებთ, და ბოლოს, რა ჯანდაბა უნდოდათ ბრანისგან

თუ რამე მომწონს ბენივაისების მიერ წიგნიდან გადახვევის, დამიწერია კიდეც. მაგალითად ჰარდჰოუმი.
წიგნი ჯონი სხვას აგზავნის ჩრდილოეთის ხალხის გადმოსაყვანად, და ეს სიუჟეტი არც არის გაშლილი, დიდი დრო არც ეთმობა.
აი სერიალში კი ძაალიან მაგრად გამოუვიდათ და მადლობა მათ ამისთვის.
ამ ბოლო სერიასაც შევეხები მოკლედ

თქვენ კი თვალები დაგეთხარათ, აი მე კი პიქირით ძალიან მომეწონა უკუნითი სიბნელე

, მართლა.
გარშემო უკუნი სიბნელეა და მოწინააღმდეგეს საერთოდ ვერ ხედავ, არ იცი სადან დაგესხმება თავს. და ამ სიბნელეში თავი მათ ადგილას წარმოვიდგინე და მგონი მათ მაგივრად მე შემეშინდა. მოკლედ ჩემს შემთხვევაში მოახერხეს და იქაური ატმოსფერო მაგრძნობინეს.
არიას ფრენაშიც დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. ასასინია რა, ბრაავოსში უჩინრად ყოფნას და მოძრაობას ასწავლიდნენ, სხვას კი არაფერს. მაგრამ ღამის მეფის ასე დამარცხება... რა ვიცი, რა ვიცი