დემნ, that was intense..
ჯორაჰ მორმონტის და მისი კავალერიის შეტევის შემდეგ (რაც არასწორი სვლა იყო იმჰო) კარგად გამოიყენეს fear of the unknown-ის ეფექტი, ციხის წინ მდგარი ქვეითების დემორალიზებულ სახეებზე იკითხებოდა შეუცნობლის შიში..
სნოუს მომენტი, როცა მიხვდება რომ თუ ვერ მოასწრო მისი მოკვლა, მაშინ ნაითქინგი მკვდრების "რესტარტს" აკეთებს, ძალიან მაგარი მომენტი იყო - სიტუაციის გაანალიზების შემდეგ მომენტალურად მისკენ რომ გარბის..
როგორც ბასტარდების ბრძოლაში იყო გამოყენებული ეს მეთოდი, აქაც, სნოუს პერსპექტივით დანახული ბრძოლის ველი და ციხის შიდა სიტუაცია, როცა ხედავს ნაცნობ სახეებს, სემი ძირს გდია ვიღაცას ისტერიულად ჩეხავს, გრეი ვორმი შუბით ვიღაცას აპობს, ბრიენნა და ა.შ, ეს ყველაფერი ფაქტიურად განწირული ბრძოლის ემოციით და ქაოსით შეფუთული..

მომეწონა თესლი ბერიკ დონდარიონის სიკვდილი, რომელიც 19-მეტჯერ 1 კონკრეტული მიზნისთვის გააცოცხლა სინათლის ღმერთმა.. საკვანძო პერსონაჟი გამოდგა საბოოლოოდ..
მომეწონა ჯორაჰის შთამბეჭდავი სიკვდილი, ამ ბრძოლაში ყველა კადრში კარგი იყო მორმონტი..
თეონ გრეიჯოიც კარგი იყო, მსახიობიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მთლიან შოუში, დრამასაც ქმნიდა და ემოციაც მოჰქონდა..
მელისანდრა ))) ყველაზე მაგარი ქალია ეგ ბებერი, დებიუტიც კარგი იყო და გასვლაც ეფექტური..
ჯეიმი - ჰელმს დიფის არაგორნი იყო რამდენიმე წუთი..
სნოუს გოუსთი ბასტარდების ბრძოლაში, ფინანსების არ ქონის გამო ჩატეხეს და აქ საერთოდ 2 ჯერ პატარა ლაიკად აჩვენეს და უკადროდ მოკლეს

დრაკონის ერთი ცეცხლის ეფექტის თანხა დაეზოგათ და მგელი ეჩვენებინათ მერჩივნა..
საერთო ჯამში, ნორმალური იყო ბრძოლა, მომენტებში მშვენიალურიც, მაგრამ როგორც სთორი რა მოხდა? ასე დამთავრდა ვინთერ ის ქამინგი?
რეალურად ვინ იყო და რა უნდოდა ნაითქინგს ( გარდა იმისა რაც ბრანმა ორი სიტყვით თქვა) ?
ან ვერ გათვალეს რომ ნაითქინგს მკვდრების გაცოცხლების უნარი ჰქონდა? 2ჯერ ორის ანალიზია ეს..
ან სნოუმ( კარგი საყურებელი იყო მისი სცენები, მაგრამ..) რეალურად რა გააკეთა ამ ბრძოლაში, არც არაფერი..
არია - უკომენტაროდ, ვერ ჩამოვყალიბდი პოზიტივი თუ ნეგატივი..