ძალიან კარგი სერია იყო, გამოიკვეთა რაღაცეები.
ნუ, რამოდენიმე სისულელეს თუ არ ჩავთვლით.
დრაკონი ძაან მარტივად მოიშორეს, ისე მარტივად როგორც დოთრაკიელები.
ძალების გასათანაბრებლად ეგეთი სისულეეები არ უნდა გადაიღონ

ჰაერიდან ვერ ხედავდა ეურონის ფლოტს დავიჯერო?
ეხლაც ქარბუქი ხომ არ უშლიდა ხელს? ეს დრაკონიც გასაგებია, რომ დაშავებული იყო, მაგრამ მართლა მწყერს რომ ესვრი და მოკლავ ისე ჩამოვარდა

დებილობა იყო მოკლედ, ბრონის ეპიზოდიც სრული შტერობა.
ეხლა რაც შეეხება დეინერისს, ძალიან ეგოისტია მართლა. თუ ჯონი უყვარს, რატომ ეუბნება პირში წყალი ჩაიგუბეო?
სამეფოც მარტომ უნდა რომ მართოს, საყვარელიც უნდა ჯონის სახით. კიდე რა უნდა? ვარისმა მართალი თქვა, არავისთან არ გაიყოფს ეგ იმ რკინის ტახტს.
აი, ჯეიმიმ თუ ბოროტებიდან სიკეთისკენ გზა განვლო, ამან პირიქით კეთილი, შეშინებული, გულუბრყვილო გოგოდან ტირანად იქცა.
თან აცნობიერებს რომ სრულიად მარტოა, არ ეთაყვანებიან აქ ისე, როგორც ესოსში, მაგრამ არავის გულის მოგებას ეგ არ ცდილობს.
აი ემ ქვინო მარტო მაგას გაიძახის და ეგეც არ არის კანონით. ვარისი გაწირავს, ესე მგონია. ტირიონს მიანიშნა კიდეც, ის არის ნამდვილი მმართველი, ვისაც მართვა საერთოდ არ უნდაო.
ორივე ხვდება, რომ დეინერისი ვერ იქნება კარგი მმართველი, კარგი პოლიტიკოსი, შემწყნარებელი დედოფალი. დრაკონების გარეშე ძალიან სუსტია. მხოლოდ დრაკონებია მისი ძალაუფლება.
სანსა ახლართავს მანდ მეთქი და ახდა.
ეურონი მიუხვდა სერსეის ჩანაფიქრს, მას შემდეგ რაც ტირიონმა ბავშვი ახსენა, ჩათლახური სახე ჰქონდა.
არაა გამორცხული მიატოვოს ბრძოლის სცენიდან სერსეი და მოხიოს.
ჯეიმე სერსეის მოსაკლავად წავიდა, თითქმის დარწმუნებული ვარ.
რომელი მოკლავს ნეტა, არია თუ ეგ?