თეორიაა, წერენ გამართლდებაო.
⚠️ ს პ ო ი ლ ე რ ი ⚠️
.
¤ ეპიზოდი იხსნება დრაკონის ქვაზე, სადაც დეინერისი გაღიზიანებულია მეფის საბიჯელში ბოლოს განვითარებული მოვლენების გამო.
¤ ვარისი და ტირიონი კვლავ კამათობენ. ვარისს უნდა, რომ დენის მანამდე უღალატოს, სანამ ის მეფის საბიჯელს გადაწვავს.
¤ დრაკონის ქვაზე ჩადის გენდრი (გაინტერესებდათ რატო არ ჩანდა დროგონი პრომოში?)
¤ ჯონი და დანარჩენი არმია ჩადის მეფის საბიჯელში.
¤ პერსონაჟები საუბრობენ მათ მოსალოდნელ სიკვდილზე.
¤ ტირიონი ეუბნება ჯონს, რომ დენიმ შესაძლოა დაკარგოს თავისი უკანასკნელი დრაკონი და გონებაც.
¤ ჯონი დენის მხარეს იჭერს და ეუბნება, რომ დენი თავისი დედოფალია და მას ენდობა. და ტირიონს იმ მზერით უცქერს, როგორც სანსას მე-4 ეპიზოდში შეტევის დაგეგმვის დროს.
¤ სერსეი ეუბნება ეურონს, რომ ეურონმა უნდა გაიმარჯვოს თავისივე შვილისთვის. ეურონი ეკითხება სერსეის, საიდან იცოდა ტირიონმა შენი ორსულობის შესახებო. სერსეი თავს არიდებს კითხვას იმის თქმით, რომ ამ ყველაფერს მნიშვნელობა აღარ ექნება თუ ომში არ გაიმარჯვებენ.
¤ არია და ქოფაკი ჩადიან მეფის საბიჯელში.
¤ ჯონი ეკითხება ტირიონს და რუხ ჭიას, სადაა დეინერისიო. ტირიონი პასუხობს, რომ ის უკვე მეფის საბიჯელშია.
¤ ოქროს კამპანია გამოდის მძევლითურთ. როგორც ჩანს, უცნობია ვინ არის მძევალი.
¤ ეურონი თავის გემზეა და დაინახავს იარას გემბანს, შემდეგ კი გაიგებს დრაკონის ღრიალს. დენი იგივე სტრატრგიას იყენებს, რაც ეიგონმა გამოიყენა ჰარენჰოლის აღების დროს. იგი საზღვაო ძალებს უტევს, ორივენი, ისიც და დროგონიც ღრიალებენ ერთდროულად. ორივენი მთლიანად აბჯრით არიან შეჭურვილნი. ეურონის ფლოტი დრაკარისს მიეცემა.
¤ ეურონი და მისი ხალხი, ცდილობენ დენის ჩამოგდებას, თუმცა დენი ყოველ ჯერზე თავიდან ირიდებს მათ. ეურონმა იცის, რომ დანძრეული აქვს და ის და მისი ხალხიც წყალში ხტებიან თავს რომ უშველონ.
¤ ჯონი და რუხი ჭია ხედავენ, რომ ოქროს კამოანია უკან იხევს დედაქალაქში (ჯერ ბრძოლა არ დაწყებულა). უეცრად დეინერისი არსაიდან გამოჩნდება მეფის საბიჯელის მთავარ გალავანთან და ის და დროგონი სკორპიონებს გადაწვავენ, რის შემდეგაც ჯონი და არმია შეტევას შეძლებენ.
¤ ჯონი უყურებს დეინერისს და უღიმის, რადგან იცის, რომ ის არ გაგიჟდება როგორც ტირიონი და სხვა დანარჩენები ცდილობდნენ მის დარწმუნებას, რის ფონზეც ირთვება მათი საუნდტრეკი "truth"
¤ მთელს მეფის საბიჯელზე ბრძოლას უდევს ბინა.
¤ სერსეი რაღაცას აკეთებს ტირიონის დახმარებით. ისინი მეფის საბიჯელს ველურ ცეცხლში გაახვევენ, ტირიონი კი ამაში დეინერისს დაადანაშაულებს. ტირიონი მოღალატეა.
¤ ჯონი და დეინერისი საბოლოოდ პირისპირ ხვდებიან ერთურთს ეპიზოდის ბოლოს.
° მეტი დეტალი:
¤ დეინერისს აქვს ორლესული ტარზე წითელი თვლით. ეს უნდა იყოს ტარგარიენთა უძველესი ვალირიული ფოლადის მახვილი.
¤ ჯეიმი ჩადის მეფის სავანეში მთელი ამ ამბების და გადამწვარი დედაქალაქის შემდეგ და სჯერა, რომ ეს დეინერისმა ჩაიდინა.
¤ ჯონის და დენის ბოლო სცენა ამ ეპიზოდში საკმაოდ ხანგრძლივია. მათ აქვთ ემოციური ჩახუტების სცენა ცრემლმორეული თვალებით. ჯონი დეინერისს ეუბნება, რომ მას იგი უყვარა.
¤ ჯონი ეუბნება დენის, რომ ტირიონი ფიქრობს გაგიჟდებიო. ისინი ერთმანეთს უყურებენ გაოცებულები და ამით მთავრდება სცენა.
¤ არია გლეხის გოგოს სახეს მოირგებს წითელ სასახლეში შესაღწევად (რა თქმა უნდა ბრძოლის შემდეგ არა, იმედია მიხვდით).
¤ საბოლოოდ ვიხილავთ კლიგეინების ბრძოლას.
¤ ეპიზოდში გამოყენებული იქნება ყველა ეპიკური და მთავარი საუნდტრეკი და მათი განახლებული ვერსიები, როგორიცაა: Truth, Shall We Begin, Rains of Castamere, Greyjoy theme, Spoils of War და მეტად ინტენსიური და განსხვავებული ვერსია Truth-ის დენის და ჯონის თემის მათ ბოლო სცენებში.
წყარო:
http://vgculturehq.com/game-of-thrones-sea...5-plot-summary/