ფინალური სერიები როგორც წესი, დებილობაა ხოლმე
ამ ფონზეც და იმ ფონზეც მშვენიერი სერია იყო
ეხლა თუ ფანებს გეგონათ, რაც დანარჩენ სერიებში გამოტოვეს და იდებილეს, იმას ფინალში აანაზღაურებდნენ, არ ვიცი, რატომ გეგონათ ესე
სნოუს იმედია ეხლა მაინც გაუგეთ
შიზ მაი ქვინს რომ იძახდა, იმიტომ კი არ იძახდა, რომ აზრი არ ჰქონდა, თურმე დარდობდა, ხვდებოდა რომ მოკვლა მოუწევდა, რადგანაც ფსიქოპათი გამოდგა ის ქალი და თუ არ მოკლავდა, მერე თავის დებზეც გადავიდოდა
ხოდა დენერისი მოკლა ამის გამო და მერე რაღა უნდა ემეფა უბედურს, მაგის გამეფება რატომ იქნებოდა კარგი ფინალი?
დრაკონიც რა საყვარელი იყო. თავისი დედა თვითონ წაიყვანა, ჩემიაო
ეს ხიხია ტახტი, ამის გამო მოკვდაო.
ვერ მიხვდა სნოუმ რომ მოკლა. მე მეგონა, რომ დასუნა გაუჭედავს მეთქი სნოუს, მარა არა. ცაკალელი ცუგა.
მეფის არჩევაც კარგი იყო, ვიცინე
სანსამ თან დამოუკიდებლობა შეინარჩუნა, თან თავისი გაისწორა. ეგეც მაგის ხასიათში იყო.
ეს არია ვერ გავიგე ოღონდაცა რა
და კანალიზაციის და ბორდელების თემის განხილვაც მინისტრთა საბჭოზე, ეს სცენები შვებასავით უნდა ყოფილიყო იმდენი დაძაბული სერიის შემდეგ.
მაგრამ ის დაძაბული სერიები არ ყოფილა, ეგაა მთავარი
ამიტომ განავითარეთ ფანტაზია და წარმოიდგინეთ, რომ იყო
მერე მოგეწონებათ ფინალი ჩემსავით