მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო (და ალბათ ერთადერთიც:დ) სერიალია, ბოლო სეზონი არ მქონდა ნანახი, არ ვიცი რატომ. ალბათ, უარყოფითმა გამოხმაურებამ იმოქმედა თავის დროზე :დ
სამი წლის მერე როგორც იქნა ვუყურე და მართლაც წინებთან შედარებით სუსტი სეზონი აღმოჩნდა. ნუ, გაშლა დააკლდა და ბევრი თემა მიაფუჩეჩეს/ალოგიკურად გადაწყვიტეს.
უოლქერები ნამეტანი ადვილად მოიშორეს, ნუ ეგ თემა და ხაზი საერთოდ არ იყო ჩემთვის საინტერესო, მეზედმეტებოდა და ვფიქრობ სერიალს არც არაფერი დააკლდებოდა მაგის გარეშე, მიუხედავად იმისა რომ სერიალი მაგათი თემით დაიწყო და იდეაში მთავარი ღერძი იყო.
იდეალური დასასრული იქნებოდა, ზარების მერე, ქალაქის აოხრების გარეშე,დენის პირდაპირ სერსეისკენ დაეგეშა დრაკონი და შეეჭამა ცოცხლად:დ ეგ იქნებოდა ჭკვიანური საქციელი დენისგან. აი სერსეი როგორც მოკვდა ეგ იყო ბაირამობა მისთვის :დ ჯეიმი დებილი, ამდენი ვითომ ტრანსფორმაცია და მაინც ის ნეხვი დარჩა, რაც იყო. მაგის და სერსეის ბღალრძუნი და რომეო და ჯულიეტობანა სეზონის ყველაზე გულისამრევი სცენა.
დრაკონიც რა შტერულად მოკლეს:დ
დენის გაგიჟება ლოგიკაში ჯდება , გაამწარეს და გადარიეს გენეტიკურად ისედაც სიგიჟისკენ მიდრეკილი ქალი და ნუ, ის ცოდვის ბუდე ქალაქი სადღაც კი იყო მართლა დასწვავი:დ
სანსა იმავე დებილ გოგოდ და ყველაზე გამაღიზიანებელ პერსონაჟად დარჩა, რაც იყო.
არია იმისთვის იწვრთნებოდა ესე და იმისთვის დაუთმეს დიდი საეკრანო დრო, რომ ტრაწიანი ბავშვივით შეშინებულს აქეთ-იქით უაზროდ ერბინა ბრძოლებში?:დ არადა ვფიქრობდი, რაღაც მუტანტს და ზექილერს ამზადებენ მაგისგან მეთქი:დ
ნუ, ამხელა მონსტრი მეფე რომ ესე მარტივად მიაწვინა ზურგიდან მიპარვით, მაგაზე უკომენტროდ.
ბრანის გამეფება სრული სისულელე, მაყურებლის აბსოლუტური დატროლვა და დაცინვა:დ
მიუხედავად მიფუჩეჩებული ბოლო სეზონისა, ჩემთვის მაინც ყველაზე საინტერესო, ეპიკური და დასამახსოვრებელი სერიალია, რაც, რა თქმა უნდა, მარტინის ფანტაზიის და მისი წიგნის დამსახურებაა. ნეტავ ოდესმე კიდევ თუ გადაიღებენ რაიმეს, ესეთს საინტერესოს და ჩამთრევს?
დრაკონების სახლის ყურებას დავიწყებ ალბათ და შევივსებ დანაკლისს
This post has been edited by tatia23 on 19 May 2023, 21:35