1) პიტერ დანკლიჯი (ტირიონი)
1-4 სეზონი (10/10), 5-8 სეზონი (1/10) (საყვარელი პერსონაჟი უბრალოდ გამინადგურეს

)
პიტერი ერთადერთი მსახიობია, ვისი ალტერნატივაც უბრალოდ არ უძებნიათ, აქეთ მოუწიათ დანკლიჯის "შეკერვა", რომ როლს დათანხმებულიყო.
მარტინმა თქვა, პიტერს რომ ვესაუბრებოდი, ტირიონი მედგა თვალწინო.. ამით ყველაფერია ნათქვამი.
2) შონ ბინი (ნედ სტარკი)
ნუ, სხვა რა კომენტარი უნდა გავაკეთო, უმაღლესი დონის მსახიობი (10/10).
3) ალფი ალენი (თეონ გრეიჯოი)
მსახიობი, რომელიც ლამის ერთადერთია, ვინც თავიდან ბოლომდე უნაკლოდ ითამაშა (ეტყობა სცენარისტებს არ უსმენდა, საბედნიეროდ). (10/10)
ესენი არიან ჩემი ფავორიტი სამეული.
თორემ სხვებიც ძალიან კარგად თამაშობდნენ, რომელი ერთი ჩამოვთვალო
ტაივინი, რომელიც წიგნის ვერსიაში ცოტა განსხვავებული ტიპია, მაგრამ სერიალის პერსონაჟიც ძალიან მომეწონა
ჯოფრი, ... ვაახ როგორ მძულდა

რობი, ვთვი რომ ძალიან ნიჭიერი მსახიობია
ჯეიმი ლანისტერი, ოღონდ მხოლოდ პირველი 3 სეზონი! შემდეგ სცენარისტებმა მაგრად აურიეს, ძალიან კეთილი გახადეს და ფინალში მათ მეტამორფოზასაც ხაზი წამში გადაუსვეს.
სტანის ბარათეონი, კარგი მსახიობი ყავდათ შერჩეული, თუმცა პრეტენზიები ისევ და ისევ D&D-სთან.
და ა.შ.
არ ვამბობ რომ სხვა მსახიობები უნიჭოები იყვნენ, შეიძლება ძაანაც კარგები არიან, მაგრამ სცენარისტებმა როგორც უთხრეს სწორედ ისეთი სახე შექმნეს.
თორემ რატომ ივლიდა მაგალითად კიტ ჰარინგტონი მთელი 8 სეზონი ერთნაირი მომტირალი და იდიოტური სახით?
იმედი მქონდა გაცოცხლების შემდეგ ცოტა შეიცვლებოდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე
This post has been edited by vaxushtiii on 23 May 2019, 23:24