ეს დღეები გავიხსენე მთლიანი სერიალი
პუნქტებად ჩამოვწერ ჩემს აზრებს
1. არიას და ტაივინის სცენა ძაან უაზრო გამოვიდა ჰარენჰოლში იმ კუთხით რო არიამ მანდ გაიცნო "არავინ" რომელიც 3 კაცის მოკვლას დაპირდა ვისაც არია დაასახელებდა, არიას შეეძლო პირდაპირ ტაივინი დაეკვეთა და ამით შეეცვალა მთელი ვესტეროსის მოვლენები, მესმის რო ეს ფაქტიურად დაასრულებდა სერიალს მარა ისიც ტეხავს რო არია ისე დებილად გამოიყვანეს ეგ ვერ მოტვინა

2. ვარისი ყველაზე იდეინი და მოზგი როჟაა მთელ ვესტეროსში, ვაფშე სხვა ლიგაა პროსტა ბოლოს ჩავარდა მაინც არ გაუმართლა
3. მთას უყვარდა სერსეი, პროსტა სიტყვაძუნწი დაუნი ჯალათი იყო და სიტყვებით ვერ უხსნიდა სიყვარულს
4. ღამის მეფე რომელიც მკვდრებს აცოცხლებდა და დრაკონებს კლავდა და ალბათ ყველაზე მაგარი მებრძოლი იყო ცოცხალ-მკვდრებში ცელქი არიას მოსაკლავი არ უნდა გაეხადათ, ბევრად სერიოზული და მძიმე კალიბრიანი ტიპისგან იმსახურებდა სიკვდილს.
5. ზოგადად მკვდრები ტუპოი ზომბები იყვნენ მარა თეთრ მოხეტიალეებს ვფიქრობ რო ინტელექტიც ჰქონდათ საკმაოდ პროსტა ცოცხლებისთვის შეუძლებელი იყო მათთან კომუნიკაცია. ისინი ბრძოლაში ავლენდნენ თავიანთ სქილებს, საბრძოლო სქილები კი ინტელექტის გარეშე არ არსებობს. გავიხსენოთ როცა ჰარდჰოუმში ჯონ სნოუ და ველურების ლიდერი ებრძოდნენ თეთრ მოხეტიალეს, მოხეტიალემ არც დაარტყმევინა ველურების ლიდერს, იგივე ელოდა სნოუსაც პროსტა მანდ ვალერიულმა მახვილმა უშველა სნოუს, ასევე ღამის მეფემ რო დრაკონი მოკლა როგორ გათვლილად უმიზნებდა ჯერ შუბს.
6. ყველაზე სწორად და კაცურად დრაკონი მოიქცა მთელ სერიალში როცა ვესტეროსის რკინის ტახტი გადაადნო და დედამისი წაიღო შემდეგ დასამარხად.
7. ქოფაკს ბერიკის წყევლა მიეწია ბოლოს როცა არიას უთხრა დაიწვება მარა დღეს არაო.
8. ტაივინ ლანისტერი იქნებოდა ყველაზე შესაფერისი კაცი რკინის ტახტისთვის და მეფობისთვის. პიროვნული სიძლიერეც ჰქონდა, ჭკვიანიც იყო, აზრიანიც და მოკლედ ყველაზე დასტოინი კაცი იქნებოდა ვესტეროსის არსებულ მეფეებს შორის, არ ჰქონდა სხვებივით გარეკილი.