თუმცა კიდევ ერთხელ გემოვნების ამბავია ეს. ჩემს ხედვაში გერალტს აცდენილია ვიზუალითაც და შესრულების დეტალებითაც.
ფარიკაობა არც ისე ცუდი იყო როგორც ამ გვერდზე ითქვა
ვინც რეალიზმის და HEMA-ს ამბებში დაიწყებთ კრიტიკას გაიხსენეთ რომ მუტანტზეა ფილმი, რომელიც ორხელიან ხმალს ცალი ხელით ისე იქნევს რომ ძალის და ინერციის კონტროლს არ კარგავს.
აშკარად ბევრ რამეში იყენებენ რეფერენსად თამაშებს და კომბატ სცენაშიც აშკარად მესამე ვითჩერის CGI ედოთ მაგიდაზე

მაგრამ ყველაფერი მოკლებულია ინტრიგას, დრამა დადეს ბილდაფის გარეშე, რასაც 0 ეფექტი ჰქონდა ჩემთვის.
და საერთო ჯამში მაინც საშუალო დონის რამეა.
ეგაა ჩემი მთავარი კრიტიკა, რატომ უნდა იყოს საშუალო დონე როცა შეიძლება ყოფილიყო შედევრი.
არ მგონია შემდეგ სერიებში შეიცვალოს ეს აზრი. თუ უარესობისკენ არ წავიდა.
და ისე რომ სპოილერებზე იქაჩებით არ დადოთო? არის აქ ვინმე ისეთი ვისაც არც წიგნი წაუკითხავს, არც თამაში უთამაშია?

რამე ახალ სიუჟეტს ელოდებით?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კიკიმორის კლავს გერალტი
* * *
ხო კიდე ყველაფერი ზედმეტად სუფთაა
მეტი ტალახი, მეტი მტვერი გამოუშვან
და ნაკლები კოსმეტიკა
I am not afraid of a person who knows 10000 kicks. But I am afraid of a person who knows one kick but practices it for 10000 times.