კომბატი იმაზე ბეევრად უკეთაა შესრულებული ვიდრე ველოდი.
ხმლის სწორი სროლა, ტარზე მკლავის მიმართულების ცვლილება (აქ დახვეწა შეიძლება, ალბათ იქნება შემდეგ სცენებში), მეორე ხელის პირზე მოკიდება და ეგზეკუციის მერე ბრუტალური დასრულება და ა.შ. on point.
ვნახავდი მეტ სპეციფიკას მონსტრებთან ბრძოლის მიდგომებში, სტრატეგიის ცვლილებებს, მომზადების სცენებს. მეტად გამოვაჩენდი გერალტის მთლიან ფიგურას რომ footwork-ი უკეთ ვნახოთ.
ცოტა დეტალებში ქვემოთ:
ზოგადად ვითჩერების ფარიკაობას აკრიტიკებენ ბრძოლისას ზედმეტი 360 გრადუსიანი ტრიალების გამო. საქმე იმაშია, რომ
1. რეალურ ფარიკაობებშიც კი იქმნება სიტუაციები, სადაც ბრუნით შეტევა არ ნიშნავს ხმალზე წამოგებას. საწყისი შეტევისას არა, კონკრეტული ბლოკირებული პოზიციიდან შეიძლება გარისკვა. ბლოკავ ხმალს, დაიქნევ ოპონენტის უკვე ბლოკში გაჩერებულ ხმალს გვერდით და ამ მოქმედებას მიაყოლებ ბრუნს, რაც ხმლის უკან დაბრუნების დროს უდრის - და ბრუნიდან უტევ გვერდითა მხარეს. ესაა შემთხვევა სადაც მუშაობს ბრუნი და ჩასვეს კიდეც კომბატში
https://youtu.be/J12piNzOVuI?t=802. გერალტი იმდენად სწრაფია, რომ რეალური მოფარიკავესთვის არასაკმარის დროის ფანჯარას ქმნის ტრიალისას.
პირველი კომბატ სცენიდან უკვე ჩანს რომ ეს ესმის ქორეოგრაფს, რადგან არც გერალტს ტრიალს აკეთებინებს მხოლოდ ძალიან წრაფი ჯაჭვური შეტევისას ან ბლოკირებული პოზიციიდან.
ერთი კარგი მომენტი, მოქმედი ხელის ჩაკეტვა და ამავე პოზიციიდან ჩაკეტილი ხელის გადაჭრა.
https://youtu.be/J12piNzOVuI?t=66აქედან როგორც წესი განიარაღება კეთდება, ან თუ შეტევაა - იმ ხელით არა, რომლითაც ოპონენტს კეტავ. ისეთი ექზეკუციის გაკეთება, როგორსაც აქ გერალტი აკეთებს, შენივე პოზიციიდან არ გაძლევს საშუალებას სუფთად გააკეთო. აქაც გერალტის ფეხი ისეა ჩატოვებული თავისივე ხმალთან, რომ ვერ გადაჭრიდა ჩვეულებრივი ადამიანი ხელს. მაგრამ ზუსტად ასეთ მომენტებს ამართლებს გერალტის სისწრაფის და ძალის არაადამიანური დონე - კარგად ჩანს როგორ მოასწრებინეს ფეხის გამოწევა, თან ისე რომ ინერციით მთელი ტანით უკან იწევს. >>>მაგრამ<<< ზუსტად ამ გამოწევის გამო ხმლის ისეთ მანევრს აკეთებს, რომ ვეღარ გადაჭრიდა ხელს ისე როგორც ჭრის სცენაში. მაგრამ ეს თუ slow-mo-ში არ უყურე ვერ ხვდება თვალი, რაც კარგია. ასევე ის გადაწყვეტა, რომ იარაღის გაგდების ნაცვლად გადაახლეჩინეს ძაან კარგია, დინამიკაშიც ჯდება და ბრუტალიზმსაც მატებს სცენას.
აქ ცალი ხელით ბლოკი საკამათოა, ხელს მაინც გავუხლეჩდი მე, მუტირებულია გერალტი, მაგრამ ჭრაზე იმუნური არ არის.
ყველა ვარიანტში თითებს გაუჭრიდა დარტყმის ძალა აhttps://youtu.be/J12piNzOVuI?t=64
ასეთ მომენტებზე კიდევ ეტყობა რომ კევილი მთვარიდან არაა ჩამოსული ფარიკაობის ამბავში
https://youtu.be/J12piNzOVuI?t=58ძალიან კარგად აკეთებს ბლოკის "ხიდს" ხმლით და საკმარისი დროც აქვს იმისთვის რომ წინასწარ მოამზადოს ეგ ბლოკი,
მაგრამ ოპონენტი რატომ ურტყამს მარცხენა მხარეს, საითაც გერალტი სრულად შეტრიალებულია, რაც ზურგს მთლიანად უხსნის - არ მესმის. ნუ გამოუცდელი NPC-ია, გატარებადია

კამერა რომ დაყვება გვერდიდან ან ზურგიდან ძაან კარგი გადაწყვეტილება მგონია. სინემატიკივით არ გაყურებინებენ და თამაშების სტილში მიდის.
რაც ნაკლებად მომწონს ყველაფერი სწრაფად ხდება და ნაკლებად შეიმჩნევა, მაგრამ მაინც უმეტესად სათითაოდ მოდიან.
პირველი თამაშის "C" სტილს ვნახავდი სიამოვნებით, სადაც ოპონენტების ჯგუფს ხმლის ერთიანი მოქნევებით უდგას გერალტი.
ამას ცოტა გვიანდელი, უფრო დაძაბული სცენებისთვის თუ შეინახავენ ძააალიან ინტენსიური მომენტების მიღება შეიძლება. 'კუთხეში' თუ მიიმწყვდიეს მაგალითად.
I am not afraid of a person who knows 10000 kicks. But I am afraid of a person who knows one kick but practices it for 10000 times.