საქართველოდან 100 000 კაცი წაიყვანეს ჯარისკაცებიანად...
აქედან 4 000 მალევე დაიღუპა...
ჩემს ნაცნობს რომელიც მანდ ჯარში მსახურობდა შვილი მუტანტი ჰყავს..
საბედნიეროდ უარყოფითი მუტაცია არ აქვს...
საბჭოეთის არსიც ეგ გახლდათ... გიბრძანებდნენ ასრულებდი... იყვნენ მოხალისეებიც .. განსაკუთრებით ფიზიკოსებში...
ამიტომაც მოახერხა საბჭოეთმა ასე საოცრად ამ ტექნოგენური კატასტროფის ლიკვიდაცია...
რომელიც ჩემის აზრით სრულებითაც არ იყო საბჭოთა სისტემის ბრალი, არამედ ჩვენი ცივილიზაციის ტექნოლოგიური განვითარების სისუსტეების შედეგად მოხდა.
იმდენა ცუდად გვაქვს განვითარებული თეორიული ამოხსნები უკვე დაწერილი ფიზიკის განტოლებების, რომ მთელი ცივილიზაცია ინჟინრული მეთოდებით ვითარდება... ანუ ემპირიული ცდისეული კვლევების საფუძველზე... ააწყობენ ახალ მოწყობილობას და ტესტავენ მუშა რეჟიმში.. ასე მრავალი ტესტების საფუძველზე რთულდდება და ვითარდება ძირითადში მთელი ჩვენი ცივილიზაცია...
შიდა წვრის ძრავაზე მომუშავე უბრალო ავტომიბილისთვის ეს მშვენიერია... დღევანდელი ძვირი მანქანა გუშინდელ კოსმოსურ ხომალდს არ ჩამოუვარდება სირთულით....
მაგრამ ატომური ტექნოლოგიებისთვის ეს საშინლად დამღუპველია..
ზუსტად ამ ჩართვა გამორთვა ცდას ატარებდნენ ჩერნობილზე, როგორც ეს მიჩვეულები არიან ინჟიინრები... ამ სერილაშიც კარგად არის აღწერილი...
ეს მაშინ როდესაც ასეთი მარტივი განტოლება როგორც სითბოს გავრცელების განტოლებაა:
https://en.wikipedia.org/wiki/Heat_equation ანალიზურად ამოხსნილი არ გვაქვს...
რაც შეეხება ლიკვიდაციას, ფიზიკის ცოდნა რომელიც მაშინ გამოიყენეს, ამ სერიალში რა თქმა უნდა ნახსენები არ არის... ვფიქრობ იგივე ტქნოლოგია გამოიყენეს ფუკუსიმას გაჩერებისასაც...
მეტის თქმის უფლებას თავს ვერ მივცემ.. არ ღირს ატომურ ტექნოლგიებზე ღია პრესაში ლაპარაკი.