ვააახ, შენ გაიხარე
Old Cityძალიან საინტერესოდ გადმოცემ, ენერგო დეფიციტის ფაქტი გაგონილიც არ მქონდა
ჯერ არ მინახავს ფილმი, ვეცდები დღეს ვნახო.
პ.ს.
ისე ჰიროსიმა-ნაგასაკი რა შუაშია ამ ფილმთან?
გარდა იმისა, რომ ყბადაღებული "ატომი" ფიგურირებს ორივეში, სხვა მეტი საერთი არაფერი აქვთ.
არც მსხვერპლის რაოდენობით, არც განადგურებული ტერიტორიის სიდიდით. და ეს არამარტო მსოფლიო ისტორიის, თვითონ 45-წლის იაპონიის ჩვეულებრივ დაბომბვებს შორის.
ზოგადად თვითონ ჰიროსიმა-ნაგასაკის ფაქტი ძალიან გაფერილი პროპაგანდაა და მშრალი ისტორიული ციფრებითა და ქრონოლოგიით მარტივად შესამჩნევია.
(ატომური დაბომბვა და 1 თვის! შემდეგ კაპიტულაცია.
ივლისის მეორე ნახევრიდან, აქტიური დაბომბითი ფაზისას 70 (სამოცდაათი) დაბომბილი და 80-90%-იანი ზარალით მიწასთან გასწორებული ათეულობით ქალაქი ასიათასობით მსხვერპლით და
ამ ყველაფრის ფონზე არც თუ შთამბეჭდავი პარამეტრებით ორი დაბომბვა. ტოკიოც კი ლამის 2ჯერ უსწრებს განადგურების რიცხვებით. მაგრამ აპელირება 2 ქალაქზე და 2 ბომბზე მიდის)
მერე შეიძლება დეტალების ანალიზი და ბევრი რამ ნათელი ხდება.
ვისაც დეტალები და მაშტაბები არ აინტერესებს, დღემდე ფუკუშიმას და ჩერნობილს ასევე გვერდიგვერდ განიხილავს, რაც მარტივად რომ ვთქვა, არასერიოზულობაა.
პპს. ვისაც საქართველოში აეს-ის იმედი აქვს, ტყუილად.
მოგეხსენებათ, ევროკავშირთან ურთიერთობებს ვაღრმავებთ, მათ რეულაციებში კი მკაცრად გაწერილია ეს საკითხი, როგორც პარტნიორი, ასევე წევრი ქვეყნებისთვის.
გამონაკლისების გარდა, პრაქტიკულად არ მიდის ახლების მშენებლობა.
სრული უარის შემთხვევაში, მეც მაინტერესებს როგორ მოხდება მოთხოვნის დაკმაყოფილება..
ისე როგორც ვიცი, მშენებარე დიდ ქარხნებს უკვე მოეთხოვებათ საკუთარი საჭირო ენერგიის გენერირება.