მეორე სერიაც ვნახე.
ცალკე აღებული საინტერესო ფილმია, მაგრამ ბლექ მირორული არაა.
ამ სერიალის მთელი მუღამი ალბათ სარკეში ჩახედებაა, აწმყოსი და მომავლის.
რა გველის ტექნოლოგიების სამყაროში.
15 მილიონ მერითს არის ჩემი საყვარელი ეპიზოდი.
ეგაა ჩვენი მომავალი.
ყველაფერს ტექნოლოგიები გააკეთებენ, ჩვენ მარტო პედლები უნდა ვატრიალოთ, რომ ტექნოლოგიებისთვის ენერგია გამოვიმუშავოთ.
ჩვენთან, საქართველოში კიდე არ ჩანს ისე და ეს რამდენიმე თვეა შტატებში ვარ, ტექნოლოგიების მექაში - სან ფრანცისკოში და ძაან დაჩქარებულია ყველაფერი.
შარშანაც ვიყავი აქ, შარშანწინაც, იმის წინაც, საიდან სად მოვხვდის ეფექტი არაა...
ეს ჩატGPT რო გამოვიდა, ხო ჩვეულებრივი ადამიანივით გელაპარაკება, ტაქსები და ტრაილერები უმძღოლოდ დადიან, ბანკში დარეკავ და ქოლცენტრის თანამშრომლის მაგივრად კომპიუტერი გესაუბრება და სრულყოფილ დახმარებას გიწევს...
მყავს აქ ნაცნობები და ათასობით ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან ამაზონმა, ფეისბუქმა... ეს ჩემი ნაცნობებიც მოყვნენ მაგაში.
ტექნოლოგიები მიდის წინ და ადამიანის საჭიროება კლებულობს.
15 მილიონ მერითსში როა, პედლებს რო ატრიალებს ყველა, მასე იქნებიან ის პროგრამისტები, ვინც ამ ტექნოლოგიების პროგრამული უზრუნელყოფისთვს მუშაობს...
ფიზიკური აქტივობა აღარ მოგვიწევს ადამიანებს - მანქანას ტექნოლოგია ატარებს, ტვირთს ტექნოლოგია წაიღებს-წამოიღებს, საჭმელს ტექნოლოგია მოგიტანს სახლში...
და ჩვენი ატროფირებაც მოხდება... რაღაც მრგვალ მასას დავემსგავსებით
სხვა სერიებიც ძაან მაგარი იყო, ტექნოლოგიების განვითარებით გამოწვეულ შედეგებზე რო გვიყვება.
არქანგელ მომეწონა ძაან, შვილს რო უთვალთვალებს.
ყველაფრის ჩაწერა-გადახვევა რო შეიძლება, ეგ სერიაც.
სოციალური ქსელების რეიტინგით ადამიანის გარჩევის სერიაც...
იყო კიდე კარგი სერიები, ტექნოლოგიების განვითარების უარყოფით მხარეებზე...
ბოლო სეზონის პირველი სერიაც კაი იყო.
აპლიკაციების გადმოწერისას თუ სხვადასხვა საიტის გამოყენებისას რას ვეთანხმებით, კაციშვილმა არ იცის
რეალურია ეს ყველაფერი
Mens sana in corpore sano...