Eeescadaaaდავამთავრე.
შთაბეჭდილებებს წესით აქ არ უნდა ვწერდე, მაგრამ მეეჭვება ლიტ. განყში ეს თემა იყოს.
რომ დავიწყე კითხვა, მაშინ მივხვდი რატომ იყო რამდენიმე აქაური წიგნწაკითხული სერიალით უკმაყოფილო. მართლა აკლია სერიალს პერსონაჟების გახსნა.
რაც შეეხება უშუალოდ წიგნს, მართლა ძალიან გაწელილია. ძალიან ბევრი ისტორია, ან პერსონაჟი მართლა ძალიან ზედმეტია. ილეინი როგორ ბანაობს ამას 3+ გვერდი რომ ეთმობა, ძაან მოსაწყენია რა.
აი ბოლომდე გამაღიზიანებელ პერსონაჟებად დარჩნენ ილეინი და ავიენდა. ასეთივე დამოკიდებულება მქონდა ეგვეინის და ნაინივის მიმართ, ნაინივს და ეგვეინს უბრალოდ ბოლოს ,,ეშველათ", ნუ, ნაინივს შედარებით ადრე. მარტო მე მაღიზიანებენ ეს პესონაჟები თავისი აზროვნებით და ქმედებებით? გაუაზრებლად ქარაფშუტა ტიპშები, ტრაკში რომ პეროს გაირჭობენ და სამყაროს გადასარჩენად გავარდებიან, და ბოლოს ვიღაცამ უნდა უშველოს.
აი 1 სიტყვით მაინც თუ ამეტებდეს კადსუანე, მე ამოვწყდე

ამასთან შედარებით ლანფირიც კი დადებითი პერსონაჟი ჩანს.
ყვავების პრინცი და მორეინი ჩემი ფავორიტი პერსონაჟები არიან. + ძალიან მომწონს მინი, პერინი, ფეილი და ტუონი. აი ხო ყველანი კარგები არიან, მაგრამ ყვავების პრინცი 1 თავით მაღლა დგას რა. სასწაული პერსონაჟია. (ვინაა არ ვიტყვი, რომ არ დავასპოილერო ხალხი).
We'll drink the wine till the cup is dry,
And kiss the girls so they'll not cry,
And toss the dice until we fly,
To dance with Jak o' the Shadows.
We'll dance all night until the moon runs free,
And dandle the lasses upon our knee,
And then you'll ride along with me,
To dance with Jak o' the Shadows.
We'll sing all night, and drink all day,
And on the girls we'll spend our pay,
And when it's gone, then we'll away,
To dance with Jak o' the Shadows.
There's some delight in ale and wine,
And some in girls with ankles fine,
But my delight, yes, always mine,
Is to dance with Jak o' the Shadows.

რამდენადაც გამაღიზიანებელი იყო რანდის სასიყვარულო ურთიერთობები (მინის გარდა), იმდენად სასიამოვნოდ წასაკითხი იყო პერინის და კოუტონის ურთიერთობების ამბები, აი გულით რომ გულშემატკივრობ და მათთან ერთად განიცდი - ისეთი ამბები იყო.
კითხვისას პარალელურად ამ ნაწარმოების ვიკისაც ვეცნობოდი, ხანდახან თავს კი ვისპოილერებდი, მაგრამ იმდენი პერსონაჟია...
საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი ნაწარმოებია. სერიალიც არ გამოვა ცუდი, წესით. სავარაუდოდ 7-8 სეზონს დადებენ. ბევრი მსახიობი კარგადაა შერჩეული. მთავარია ნორმალურად გახსნან. წესით უფრო მეტ ლესბოსურ სცენებს ჩააკვეხებენ

თუ არ ჩაიჯვეს და მოიზიდეს მაყურებელი, ბოლოსკენ ისეთი დაფინანსება უნდა ჰქონდეთ რომ მერილორის ველის ბრძოლა ლეგენდარული გამოვიდეს. რაის შაიოლ გულის ამბები, მერილორის ველის ამბები იყო უსასწაულესი.