წუხელ მოვრჩი მოკლედ და მე მგონი კარგა ხანი დაძაბულს ვეღარაფერს ვუყურებ
სხვა ფილმებშიც არის სისასტიკე, მაგრამ ესეთი ლოგიკური და გააზრებული არც ერთში არ მინახავს
ზედმეტი ცხოველობა თუა არც ვუყურებ ხოლმე
იუმორიც ძალიან ლოგიკური იყო, გამოძიებებიც, შეცდომებიც
მსახიობები ყველა ძალიან მაგარი, პატარებიც და გაზრდილებიც
მეორეხარისხოვანი პერსონაჟები იდეალურად მოფიქრებული
მუსიკაც ძალიან მაგარი
მხატვრული თვალსაზრისითაც რაღაცა ხელოვნების ნიმუშია
ლოსტის დონის სერიალია უფრო აზრიანი დასასრულით
უბრალოდ ვერ შეიყვარებ ლოსტივით ამ სიმხეცის გამო და პირუტყვები რომ არიან ყველა

მარტო თუთიყუშს თუ შეიყვარებ ამ სერიალში
მე მგონი, ლოსტზე გაცილებით მაგარი სერიალია იმიტომ რომ აქ ყველაფერი ნამდვილია და ცრურწმენის შედეგებია გაშიფრული მაღალ დონეზე. იქ კიდევ გვატყუებდნენ რაღაცეებს და ბოლოს თავისავე ტყუილებში აიხლართნენ და ძლივს დაამთავრეს
შონას ბოლო სიტყვებიც კლასიკაა, თავისი პირუტყვობა რომ ყველაზე გადაანაწილა და ვერთობოდით მაგრადო, რომ წერს