კარგი სერიალია მაგრამ Game of Thrones-თან ვერ მივა.
სიუჟეტი შუა საუკუნეების უცვლელი კლასიკაა: სუსტი მეფე და მის გარშემო სხვადასხვა კლანები, რომელბიც მეფის სიცოცხლეში ომის დაწყებას ერიდებიან/ეშინიათ/არ აწყობთ და სხვა, მაგრამ როგორც კი მეფე კვდება მაშინვე იწყება სისხლის ღვრა.
მეფე ვიზერისი სუსტი, უნებისყოფო და ადვილად მართვადი მეფეა. ის ჯიგარი და მზრუნველი მამაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის კარგი მეფეა, მით უფრო კარგი მეფობა მის სიტუაციაში საკმარისი არაა. პრაგამტულობა, მტკიცე ნებისყოფა და ზე ისპალნიწელობას მოითხოვდა მისგან არსებული გარემო. ვიზერისი თავად არის დანმაშავე იმაში, რომ სამოქალაქო ომი დაიწყო და ერთ დროს შვიდი სამეფოს ერთპიროვნული მართველი სახლის პოტენციალი ნულამდე დაეცა, რამაც შემდეგში გამოიწვია ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი მოვლენები.
რატომ არის ვიზერისი სუსტი მეფე?
1. უფლება მისცა მის გარშემო ჩამოყალიბებულიყო კლანები, რომლებზეც პირდაპირი და ერთპიროვნული გავლენა არ გააჩნდა. (მამა გენაცვალოს, ყველა მიყვარხართ, ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ პოლიტიკა და საუბარი ესეთ მაღალ დონეზე სასაცილოა. შვიდი სამეფოს ტახტისთვის სასტავი მზადაა გოჭებივით ხოცოს ერთმანეთი და მთავარი იობარი ტიპი ანუ მეფე პაციფისტია

ლოლ)
2. მის მიერ არ იქნა არჩეული ერთპიროვნულად მემკვიდრე, თანამესაყდრეთ არ გამოაცხადა მისი ქალიშვილი, მართვა-გამგეობა არ ასწავლა და არ ჩართო ამ პროცეში მასთან ერთად. მისი კლანი არ დააფიცა მისი ქალიშვილის ერთგულებაზე. გაიხსენეთ თამარ მეფე და მისი მამა გიორგი მესამე, სანამ მოკვდებოდა იქამდე დაულაგა და გადააბარა თამრიკოს პალაჟენია გიუშკიმ, მაგრამ დაჟე ეგეც არ გამოდგა საკმარისი, რადგან სამოქალაქო ომი რამოდენიმეჯერ მოხდა.
3. ცოლად მოიყვანა ჰაიტაუერის ქალიშილი, რომელის მამა მისი "დისცნიცა" იყო. ეს ავტომატურად ნიშნავდა მისი ქალიშვილის უარყოფას ნებით თუ უნებლიეთ.
და ბოლოს, წარმოიდგინეთ შუა საუკუნეები სადაც დემოკრატია, ლიბერალიზმი და ჰუმანიზმი არ არსებობს, მეფე ერთპიროვნული მართველია და თავი დროულად თუ არ დაუხარე დილას ტვალეტში როდესაც მიდის ოჯახიანად ამოგხოცავენ, რადგან უპატივისმცემლობა გამოავლინე და ამ დროს ველარიონ უმცროსი სამეფო დარბაზჟი როდესაც მეფე ზის ტახტზე და ყველა ცნობილი და უძლიერესი სახლები არიან შეკრებილები, პირდაპირ ეუბნება "შენი ოჯახისთვის ვერ მიგიხედავს, ჩემსას არ შეეხო, ჩემს ოჯახში მე დავალაგებ პალაჟენიას"-ო და არგუმენტად ეუბნება "შენი ქალიშვილი ბოზია/მეძავი/კახპა და მისი შვილები ნაბიჭვრებიო". ანუ ეს ერთი მიზეზი საკმარისია იმისთვის რომ ვიზერისი რეალურად შეაფასო როგორც მეფე.
რაც შეეხება მორალურს მხარეს, დააკვირდით ერთ მომენტს რაენირას ყოველთვის წინ დახვდა მისი "თავისუფალი მორალი" (ბოზანდარობა როგორც ბებიაჩემი იტყოდა) ანუ მისი შვილები ყოველთვის და ყველგან მიიჩნევიან ნაბიჭვრებად. ვისერისი ისეთი სუსტი/უსუსური მეფეა, რომ დაჟე პირში მიახალეს ყველა დიდი სახლის და ლორდის წინაშე რომ "მისი ქალიშვილი ბოზანდარაა და მისი შვილები ნაბიჭვრები" და თან ყველაზე ძლიერი სახლის წარმომადგენლები.
ალისენტი პირიქით ერთგული, მზრუნველი და მოსიყვარულე ცოლია, შესაბამისად შვილები ნამდვილი ტარგარიანელები არიან (ვონცეს ახპერჯან? ყოველთვის ვღადაობ ამ გვარზე

) და ფიზიკურადად აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს რასაც ყველა უცხო სახლი ეძებს მათში (ვერცხლისფერი თმა და ა.შ). თან ის მეფის ცოლია ყველა წესის დაცვით, მისი ვაჟები მეფის მემკვიდრენი, შესაბამისად მეტი უპირატესობა აქვს.
პარალელების გავლება შეიძლება საქართველოს ისტორიასთან მაგ: დავით აღმაშენებელმა დემეტრე აკურთხა მემკვიდრედ და პირადად შეაბა ხმალი, მაგრამ სიკვდილის წინ ანდერძში დაწერა "თუ ცვატა (უმცროსი ვახტანგი, ყივჩაღი ქალისგან ნაშობი) გამოდგა ის გაამეფეთო". ასევე გიორგი მესამე რომელმაც თამარი გაამეფა და დემნა (მისი ძმისშვილი) დააბრმავა და დაასაჭურისა.
“A coward dies a thousand times before his death, but the valiant taste of death but once. It seems to me most strange that men should fear, seeing that death, a necessary end, will come when it will come.”
― William Shakespeare, Julius Caesar