სისმოუქის "გეთამაშება, არ გიკბენს" და დროგონთან საოცარი მსგავსება _იყო ერთადერთი ნათელი წერტილი

და საერთოდ ფაუნის წარმომადგენლები არიან ყველაზე საყვარლები მთელს ჰოთდიში, ჩიზის ძაღლიან, ლანისტერის ლომიან, ჰელენას ხოჭოებიანად.
დავიღალე! შევღონდი!
მარტინს უთქვამს, რომ მინიმუმ 4 სეზონი უნდა იყოსო. ანუ სადღაც 2028 ში დამთავრდება, მინიმუმ. ჩემპიონატები და ჰოთდის მხარდამხარ :დ
დებივაის ხო ურჩია გოთი 10 სეზონი უნდა იყოსო და რომ არ დამიჯერეს, აიო!
ჰოდა, კაი. ვთქვათ დაიჟინა იმ კაცმა, რომ 4 უნდა იყოს და ომი უკვე დაწყებულია.
გაშალე რა მთელ ვესტეროსში ამის დედაც, შემოიყვანე და მეტი დრო დაუთმე სხვა მოთამაშეებს.
კრეგანი მარტო ერთ ეპიზოდში უნდა ყოფილიყო?
ბოროს ბარათეონის შვილი აღარ მოყავს ეიმონდს?
რაღაც მრავალფეროვნება შემოიტანონ რა.
დამღალეს ამ პერსონაჟებმა, შავებმა განსაკუთრებით.
6 ეპიზოდია რეინირა თავისით იძახის ვერ ვმართავო. არ შემიძლია არ დავეთანხმო.
უდებილესი მმართველი იქნებოდა. კარგი, ცუდი, ბოროტი, კეთილი, იმპულსური, დინჯი _ არანაირი ხასიათი ქალს არ აქვს.
ეს მისერიასთან ამბავი ხო იმდენად ყურით მოთრეული კრეტინობა იყო, ყველა დაიქრინჯა.
დეიმონი იყო გაუგებრად ანფრედიქთბლ, სამაგიეროდ რაღაც ექშენი შემოჰქონდა და ნახევარი სეზონი თრიფში გაუშვეს ტიპი.
ა მინ, გოთში პერსონაჟის განვითარება ხდებოდა ექშენით.
2 სეზონი რომ ჯეიმი წარმოუდგენელ სისატიკეებს შვებოდა, მესამე სეზონში 3, 5 და 10 წუთიც მოუსმენ მის აღიარებას.
მეორე სეზონში არ მაინტერესებს 2 წუთიანი არაფრის მომცემი დიალოგი, ალისენტის ვაჟი რომ კეთილი გაიზარდა და დამშვენდა.
ვტფ?! კაი რა! "წლის დედაა", გავიგეთ. მეორე სეზონია ერთიდაიგივეს ტკეპნიან.
აი, რო იციან ეს სამყარო როგორ უყვარს მილიონობით ადამიანს და მაინც ვუყურებთ.
თორემ ამით რომ დაწყებულიყო ლოტრის ბედს გაიზიარებდა.
იმედია, რაღაც დასკვნებს გამოიტანენ შემქნელები.
ერთადერთი პლუსი_ ვუყურებ, მაგრამ საერთოდ არ (და)ველოდები.
ინტერესი აღარ მაქვს. ეგრემც უქნიათ, თვეში ეპიზოდი გამოუშვიათ.
პ.ს.