
თინეიჯერების ჯგუფი ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე აუთერ ბანქსის სანაპიროზე წასვალს გადაწყვეტენ, რა დროსაც მოულოდნელად საგანძურის მოსაპოვებელ რუკას იპოვიან. ახალგაზრდა გმირები ლეგენდარულ განძზე ნადირობას იწყებენ, რომელიც ერთ-ერთი მათგანის მამის გაუჩინარებას უკავშირდება. აუთერ ბანქსის გარე წყლები თავისი ცვალებადობით არის ცნობილი, რამაც მრავალი გემი იმსხვერპლა, თუმცა მიუხედავად ამისა ის მრავალ ადამიანს იზიდავს. სწორედ აქ მდებარეობს როანოკეს “გაუჩინარებული კოლონია” და გმირებიც საიდუმლოებების სამყაროში იძირებიან…
ამ სერიალთან დაკავშირებით ვერ ვნახე აქ თემა,ვისაც გაქვთ ნანახი დაწერეთ თქვენი აზრებიც.
მართალია სერიალი თინეიჯერულია,მაგრამ საკმაოდ დინამიურია,
სადაც მოქმედება ზაფხულის სეზონზე ვითარდება სანაპიროზე.ყოველი სერიის დასასრული არ გაძლევს
საშუალებას,რომ ამ ყოველივეს მოწყდე და გაგდებს ამ თინეიჯერი ბავშვების თავგადასავალში შენც
და ყოველი სერიის შემდეგ ,რაღაც ახალს ელი.ერთი ამოსუნთქვით,რომ ნახავთ აი ისეთია.
ძალიან კომფორტული,თბილი საყვარელი სერიალია და კარგი ვაიბი მოაქვს.
კარგად არის ხაზი გასმული იმაზე თუ რა პრობლემებს აწყდებიან,როგორც ღარიბები,ასევე მდიდრები(რომელთაც აქვთ ფული,მაგრამ არ გააჩნიათ მთავარი,რაც მათ მეორე ფენისაგან განასხვავებთ)
მოზარდების მშობლებთან ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე აქვთ გაკეთებული ასევე აქცენტი.
ყველანაირი გრძნობაა ჩატეული ამ ყველაფერში,რაც ადამიანმა შეიძლება განიცადოს.
ამ ეტაპზე სერიალის მხოლოდ 2 სეზონია.მესამეს იღებენ.
ქასთიც საკმაოდ კარგად ყავთ შერჩეული,როგორც ვიზუალით ისე საშემსრულებლო თვალსაზრისითაც.
მთავარი ქასთი:
1.სარა კამერონი

2.ჯონი ბი

3.კიარა

4.პოუპი

5.ჯეი ჯეი
This post has been edited by მეტამორფოზა on 17 May 2022, 16:29