YARGI ძალიან კარგია. დეტექტივი. რეალური ცხოვრების ახალ-ახალი ისტორიებით. იმდენად სასიამოვნოდ იშლება მკვლელობის საქმეები.
დეტალურად დაწერილი/ჩაშლილი დეტექტივი და შენც ერთი სამხილიდან მეორე სამხილამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვები ისტორიას. სცენარი მოულოდნელად იცვლება ერთი ხაზიდან საერთოდ სხვა მიმართულებით. მიყვები ერთ ხაზს და როდესაც ტრადიციულად ყველაფერი უნდა დალაგდეს. უცბათ საერთოდ ახალი მკვლელობა ხდება და აქამდე დალაგებული კარგი/ცუდი ტიპების შესახებ წარმოდგენა ერთიანად ტრიალდება და ახლიდან ლაგდება. ერთი მკვლელობა რომელიც დომინოს ეფექტით ახალ მკვლელობებს მოიტანს.
კარგად ჩამოყალიბებული პერსონაჟთა ხასიათები. თითოეულ ძირითად გმირს ჩამოყალიბებული აქვს პრინციპები და ქცევა. ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებული ტიპის ადამიანები.
თავიდან პროკურორი პარსი ჩანს ერთ-ერთი უკანა პლანის გმირი, თანდათან ამ პერსონაჟის გახსნა ხდება და მის უამრავ მხარეს ვხედავთ. უკმეხი, უჟმური და ჭკვიანი პროკურორი, რომელიც არავისთან არის ახლოს, მაგრამ პროფესიონალია. თავისი არაადამიანური ვორქაჰოლიკური ცხოვრებით. პერსონაჟის ახლოდან გახსნისას მისი სხვა მხარეები ვლინდება.

მე-12 ეპიზოდის შემდეგ დანარჩენი შემთხვევების გამოძიება გაცილებით ნელა მიმდინარეობს. მაგრამ მთავარი გმირები იმდენად ახლობლები ხდებიან და იმდენად კარგ ურთიერთქმედებაში არიან ძირითადი ოთხეული, რომ მათი პირადი ისტორიების შესახებ მეტის გაგება უნდება მაყურებელს.
პირველი სეზონი გადაღებულია რამდენიმე თვის განმავლობაში, არადა ისეთი შეგრძნებას ქმნის თითქოს უზარმაზარი სერიალი ნახე - ამერიკული სერიალის 5 სეზონი. მთელი სამყაროა შექმნილი, უამრავი გმირით. პროკურატურა-პოლიცია-საადვოკატო ბიუროები და ამ გმირთა პირადი ისტორიებით. . ყოველ კვირას ასეთი ხარისხის დადება ძალიან რთულია.
მთავარი გმირები და მთავარი დამნაშავეები, რომლებიც შეგხვდებიან სერიალის განმავლობაში... ყველა იდეალურად ასრულებს როლს.
სექტემბრის ბოლოდან მეორე სეზონი დაიწყო. ახალი ისტორიებით და ისევ მაგარ სერიებს დებენ.
This post has been edited by Azork on 19 Oct 2022, 22:24