ჯორჯ მარტინს გადაუვლია HOTD-ის სცენარისტებისთვის
ჯორჯ მარტინმა სკანდალური ბლოგი დაწერა და შემდეგ წაშალა, სადაც House of the Dragon-ის მე-2 სეზონს აკრიტიკებს, თუმცა მისი ბლოგი სპოილერებს შეიცავდა და ყურადღება მიაქციეთ გაფრთხილებებს!
"კომენტარები რაც ვნახე "სისხლი და ყველი"-ს სცენაზე, აზრი ორად იყოფოდა, წიგნის მკითხველები უკმაყოფილო, აღელვებული და იმედგაცრუებულნი იყვნენ იქიდან გამომდინარე რასაც ელოდნენ, ხოლო მხოლოდ შოუს მაყურებელს მსგავსი პრობლემები არ ჰქონია, მათ ეს მოვლენა შემზარავ, ტრაგიკულ კოშმარად აღიქვეს, რომელსაც ლოგიკური განვითარება ჰქონდა, ზოგმა ისიც დასძინა, ცრემლები მომადგაო.
ორივე მხარეს ვეთანხმები, თუმცა მაინც მჯერა, რომ ეს სცენა წიგნში უფრო ძლიერია. მკითხველებს ამის უფლება აქვთ. მკვლელები წიგნში მეტად სასტიკები არიან. მკვლელების მსახიობები შოუში შესანიშნავად ასრულებენ როლს, თუმცა პერსონაჟები მეტად შემზარავი და დაუნდობლები არიან წიგნში.
ასევე ჰელენა, რომელსაც მე წიგნში მეტი გამბედაობა, მეტი ძალა ვუბოძე, როდესაც იგი საკუთარ სიცოცხლეს სთავაზობს თავისი ვაჟის გადასარჩენად. ოქროს ყელსაბამი იგივე ნამდვილად არ არის.
და როგორც მე ვხედავ, ის "არჩევანი" როგორც წიგნში ვითარდება, თანმიმდევრობის ძლიერი ვერსიაა, მეტად ბნელი, მეტად დაუნდობელი. ამის დაკარგვამ ნერვები მომიშალა. და კომენტარების შემყურე, ფანებსაც ვეთანხმები.
როდესაც თავის დროზე წლების წინ (2022 ალბათ) რაიანმა მითხრა რას აპირებდა, ყველა ზემოთჩამოთვლილი მიზეზის გამო ვეკამათე, თუმცა დიდხანს არ მიკამათია. ცვლილებამ თანმიმდევრობა შეასუსტა, ეს ვიგრძენი, თუმცა სულ ოდნავ.
მოგვიანებით რაიანმა დამითანხმა, რომ პრინც მეილორს არ ვკარგავდით, უბრალოდ მას ცოტახნით გადავდებდით. დედოფალ ჰელენას კვლავ შეეძლო გაეჩინა შვილი მე-3 სეზონში თუ მეორე სეზონის ბოლოს იგი დაორსულდებოდა. ამაში აზრი იდო და მეც ცვლილებას დავთანხმდი.
მეილორის ამოღებამ დიდი ცვლილებები მოახდინა, პრინცის დაბადება მე-3 სეზონში აღარ მოხდება და იგი საერთოდ არც იარსებებს. ეიგონის და ჰელენას ახალგაზრდა ვაჟი არასდროს გამოჩნდება.
თქვენმა უმეტესობამ იცის პეპლის ეფექტის შესახებ, ვგონებ.
პრონცი მეილორი 2 წლის ბავშვია "ცეცხლი და სიხლში" და ჩვენი პეპლების მსგავსად, თავის ზომასთან შედარებით, დიდი გავლენა აქვს ისტოტიაზე.
წარმოდგენა არ მაქვს რაიანი რას გემავდა (თუ საერთოდ გეგმავდა რამეს რა თქმა უნდა), მაგრამ ამ სცენიდან მეილორის ამოღების შემდეგ მის გამოჩენას უბრალოდ აზრიც აღარ ჰქონდა და ასე ისტორიას უფრო მარტივად გააგრძელებდა.
იქიდან გამომდინარე მე რაც ვიცი და რაიანი რასაც აკეთებს, შეიძლება მარტივი ასახსნელი იყოს ბიუჯეტიდან და გადაღების გრაფიკიდან გამომდინარე, ასე უფრო მარტივია. თუმცა მარტივი უკეთესს არ ნიშნავს.
| დააააააააა სპოილერი ⚠️
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თუმცა პეპლები აქ არ მთავრდება. როდესაც პრინცი მეილორის სიკვდილმა და მისი მკვლელობის სასტიკმა მეთოდმა მეფის საბიჯელის კარს მიაღწია, სწორედ ის არის, რაც ჰელენას სუიციდისკენ უბიძგებს. ჰელენა მეილორს თვალსაც ვერ უსწორებდა იმაზე ფიქრით, რომ "იმ არჩევნის" სცენაში მან იგი არიჩია სასიკვდილოდ, ახლა კი იგი ნამდვილად მოკლეს და სიტყვებიც რეალობად იქცა, ამ ტანჯვას და დანაშაულის შეგრძნებას კი ჰელენა ვერ უძლებს.
| სპოილერი ⚠️
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რაიანის ვერსიაშიც მე-3 სეზონში ჰელენა თავს იკლავს... კონკრეტული მიზეზის გარეშე, არანაირი გამომწვევი მიზეზი რაც მყიფე დედოფალს ააღელვებს...
და საბოლოო პეპელაც ჩნდება.
| სპოილერი ⚠️
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მეილორის ამოღებამ არა მხოლოდ აურია სისხლი და ყველის მიმდევრობა, არამედ წაგვართვა ამ სცენის ყველაზე შემზარავი და წმარე მოვლენა, ამან კი შეასუსტა ჰელენას სუიციდის მიზეზები, ასევე ბრბოს გამოსვლა და თავიანთი "მოკლული" დედოფლის გამო სამართლის მოთხოვნა... აქედან არცერთი არ არის არსებითი, ვფიქრობ... თუმცა ეხმარება ისტორიის ხაზების შეკვრაში, რომ ერთი მეორეს მიჰყვეს ლოგიკური და დამაჯერებელი გზით.
და რას შევთავაზებთ ფანებს თუ ამ პეპლებს დავხოცავთ? არ მახსენდება ეიგონის მეორე ვაჟის მთლიანად ამოღებაზე რაიანთან მელაპარაკა... მეილორი თვითონ არ არის მნიშვნელოვანი გმირი, თუმცა მისი დაკარგვა ნიშნავს, რომ ასევე ვკარგავთ მთავარ ტრაგიზმს, ჰელენას სუიციდს, ბუნტს და ა.შ, ნუ... ეს ანგარიშჩასაგდები დანაკარგია.
და გაცილებით მეტი და ტოქსიკური პეპლები გველის დრაკონის საგვარეულოს მე-3 და მე-4 სეზონებში იმ ცვლილებების გამო რაც ჩაფიქრებული აქვთ."
- წერს ჯორჯ რ.რ მარტინი
This post has been edited by 4L3X on 5 Sep 2024, 17:30