#61601020 · 12 Oct 2024, 17:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წოწია ქეროლი.
მოსიარულეებში ყოველი პერსონაჟი საინყერესოა თავისებურად, ვითარდებიან, ადაპტირდებიან და საოცარ უნარებს ავლენენ თანდათანობით. ამიტომ შემიყვარდა ეს სერიალი, ჩვეულებრივი ტიპები ძალიან საინტერესო ინდივიდები ხდებიან. ეს ზომბი აპოკალიფსი საოცრად გარდაქმნის საზოგადოებას, ჭეშმარიტ სახეებს ავლენს მათში. ქეროლი ზუსტად ესაა. პირველ სეზონში ჩაგრული, საშუალო ასაკს გადაცილებული ქალი, რომელიც შეგუებულია თავის ყოფიერებას, გადაიქცევა ერთ-ერთ უსასტიკეს, გველეშმაკა, მაგრამ ერთგულ, სანდო და ძლიერ პიროვნებად.
* * * უარყოფითი პერსონაჟების კოლაჟიც მთელი ფილოსოფიაა... საოცარი პერსონაჟებია, რომლებსაც ახალი სამყაროს მოწყობის(ან უბრალოდ თვითგადარჩენის) თავისი ხედვა აქვთ.
ნიგანი ამათ შორის ძალიან საინტერესოა, მაგრამ მაინც ცოტა პრიმიტიული სხვების ფონზე. ნიგანს არც პროგრსი აინტერესებს და არც ჰუმანიზმი. მთავარია მაძღარი იყოს და მისი ეშინოდეთ. იმპერიას თავისი პიროვნების კულტის ქვეშ აშენებს და როგორც კი მისი დისკვალიფიკაცია ხდება, კომუნაც იშლება.
--------------------
https://alltravelgeorgia.com/
|