#25255 · 21 Jan 2002, 10:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბილგატოს ადგილზე მე ზუსტად ასე მოვიქცეოდი, იმიტომ, რომ ქართულისთვის მხოლოდ უნიკოდია სტანდარტული. დავასტანდარტოთ 8-ბიტიანი და არა მგონია, რამე პრობლემა შეიქმნას.
მე პრინციპულად ვემხრობი 33+5-ს, მაგრამ თუ სხვა რამე იქნება, ჯანდაბას, ოღონდ რამე იყოს.
რაც შეეხება კლავიატურას, ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ჩამოყალიბებული აზრი არ გამაჩნია. ერთი ის ვიცი, რომ ინგლისური განლაგება ცუდია. ცუდი კი არა, საზიზღარი და მოუხერხებელი. არ ვიცი, მიაქციეთ თუ არა ყურადღება, როგორ იტვირთება მარცხენა ხელი. მაგ საკითხსაც სერიოზული ყურადღება სჭირდება.
კოდირების სტანდარტი აუცილებელია არამარტო ოპერაციული სისტემების, არამედ წესიერი და განვითარებული მონაცემთა ბაზებისათვისაც (გვარს არ დავასახელებ)
მაგალითად, მე რომ ბაზაში მქონდეს კოდირება, სიტყვაზე, GEORGIAN_GEORGIA.GE8MODERN (დიდი ეჭვი მაქვს, რომ GEORGIAN_CIS იქნება, მაგრამ რას იზამ...), შემიძლია, application server-ზე UTF8 დავაყენო და გადასვლა-გადმოსვლასაც თვითონ იჩალიჩებს და ყველაფერ დანარჩენსაც. 19-ს ნაცვლად 38 გიგაბაიტი არ იქნება და ასე შემდეგ.
ვიმეორებ: 8 ბიტი არ მოკვდება. თუ ვინმე ასე ფიქრობს, ცდება. ძალიან კარგია უნიკოდი ინტერნეტში, მაგრამ როცა ადამიანი მოდემითაა შესული და დაბალი სიჩქარე აქვს, მისთვის 2-ჯერ უფრო დიდი ფაილის მიწოდება მხოლოდდამხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ აქ კომპაქტურ კოდირებაში ვერ შევთანხმდით, უბრალოდ უხერხულია, სხვა რომ არაფერი იყოს
|