Doct0rIN აი არც ისე დიდი ხნის წინ მომხდარს მოგიყვები და იმედია გამოდგება მაგალითისთვის:
ძმაკაცი! რომელიც გაბრთხილებული მყავს 10 000-ჯერ, რომ არ ენდოს არავის irc-ში, არ მიიღოს ფაილები მითუმეტეს საეჭვო ფორმატისა, მირეკავს და მეუბნება:
ბიჯო ვირუსი მაქვს ფაიზაღი ვიცი და რა ვქნაო.
გამიჩნდა სამართლიანი შეკითხვა, რატომ იყო ამაში ასე დარწმუნებული?!
ჩატში ერთ გოგოს სურათი ვთხოვე და საიტის მისამართი მომცა იქ დევსო და ნახეო, მეც ვნახეო.
კარგი, ნახა სურათი.. მარა რა შუაშია ვირუსი? გამოვართვი საიტის მისამართი.
შევედი და ვხედავ:
წარწერა "თუ გინდაღ ნახოთ ჩემი სურათი დააჭირეთ აქ"
ფაილის ტიპის სანახავად დავადე ბმულს მაუსი და შევხედე სტატუს ბარს. დაწერა:
saxeli.jpg (`პირობითად)
დამაეჭვა ჯერ ერთი იმან, რომ დაწერა მარტო ფაილის სახელი და არა მთლიანი გზა, ანუ
http://www.ragatsa-serveri.com/~saxeli/saxeli.jpg
მე დამაეჭვა, თორე ძმაკაცს ნამდვილად არ მიუქცევია ამისთვის ყურადღება და რათქმაუნდა ბრმად დააჭირა ბმულს.
მე კი საიტის კოდი ვნახე და ყველაფერი ნათელი გახდა.
უბრალოდ ფაილს ძალიან დიდი სახელი ქონდა, რომ არ დატეულიყო სტატუს ბარში.
ანუ saxeli.jpg (`ძალიან ბევრი "ჰარი" ) .exe
ეს .exe ნაწილი უბრალოდ სტატუს ველის გარეთ მოექცა და იმიტო მხოლოდ saxeli.jpg ჩანდა
საკმაოდ მარტივი ვარიანტია დამეთანხმებით.
ყველაზე საინტერესო იყო შემდეგი ზარი ძმაკაცთან, დეტალების გასარკვევად.
საუბარი იყო დაახლოებით შენდეგნაირი:
-ბიჯო ის ფაილი ჩამოტვირთე?
-კი
-და გაიშვი?
-კი
-მერე (ვიცინი)
-არაფერი, გავუშვი და არ მანახა სურათი
-იასნია არ განახებდა exe ფაილია.
- ხოდა მაგიტო დაგირეკე, ფაიზაღი ტროიანია
-ჰმმ.. კაი ვირუსი როა ვიცით მარა რატო ხარ ეხლა დარწმუნებული რო ტროიანია?
-იმ გოგომ მითხრა გინდა ეხლა CD-rom-ი გავაღო შენ კომპზეო? ვუთხარი ჰო თქო და გააღო.
-ვიცინი, მერე რა ქენი?
-რა ვქენი და მოვწვი მერე ყველაფერი და გავთიშე ი-ნეტი და დაგირეკე.
.... შემდეგში წავიდა ჭკუის დარიგება და იმის შეხსენება რომ 10 001-ჯერ ვეუბნები რო არ მიიღო და არ გახსნა exe ფაილები და ასე შემდეგ....
ასე რომ,
Doct0rIN jჯერ კიდევ არის ხალხი, რომლებმაც არ იციან მაგდენი, რომ არავის ბრმად არ უნდა ენდონ, და ელემენტარულ ხაფანგზე (გოგოს სურათი) ებმებიან.
ანუ წარმოიდგინე, ძმაკაცმა იმდენი მოახერხა რო შევიდა საიტზე, ცამოტვირთა ფაილი, გაუსვა თავის კომპზე, ვერ მიხვდა ვერაფერს როცა სურათი ვერ ნახა, და ბოლობოლო როგორც იქნა იეჭვა რაღAცა როცა cd-rom-ი გაუღეს.
ეს უბრალოდ არ ცოდნის ბრალია. აი დასაცინი მე ვიქნებოდი იგივე რო გამეკეთებინა

ფაილვ