ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ამ ფორუმის მეილერი ბოლომდე არ არის გაქართულებული/უნიკოდირებული

ტიმი თუ მომცემს ნებას, სიამოვნებით ჩავასწორებ, რომ ფორუმიდან მოსული წერილები ფორუმის წევრთა უმეტესობის კომპიუტერზე ქართულად უპრობლემოდ იკითხებოდეს. ტექსტიც ქართულად იქნება.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის არის, რომ კახა მართალია. თუ ტექსტურ ფაილს თავში BOM ანუ უნიკოდის მანიშნებელი ორი ბაიტი არ გააჩნია, ვერ ხვდება რომ უნიკოდია.
ყველაზე კარგია ემედიტორი. საკმარისია ფორუმიდან მიღებული
áƒáƒœáƒáƒ›áƒ“ებáƒáƒ‘áƒáƒ–ე შáƒáƒœáƒ¡áƒ˜ ქáƒáƒœáƒ“რმáƒáƒ¬áƒ§áƒáƒ‘ის მáƒáƒ’რáƒáƒ› სáƒáƒ›áƒáƒ თლებრივáƒáƒ“ áƒáƒ ჯდებáƒáƒ“რიმ áƒáƒ“გილზე მის სახის ტექსტი ჩაწერო და ჩვეულებრივ ტექსტურ ფაილად შეინახო, შემდეგ File -> Reload in Different Code Page -> UTF-8 მიუთითო და ყველაფერი გასწორდება

ემედიტორს იმის ფუნქციაც კი აქვს, რომ ტექსტური ფაილის დამახსოვრებისას აირჩიო გინდა თუ არა უნიკოდ ფაილს BOM დაამატოს თავში (მაგ. გაქართულებულ php სკრიფტებს არ უნდა ქონდეთ BOM, რადგან სკრიფტებად ვეღარ აღიქმება, არამედ თვითნ html-ის head-ში უნდა იქნეს მითითებული ჩარსეტი.
მოკლედ გაუმარჯოს ემედიტორს

ოპერას მეილერი იმიტომ აჩვენებს სწორად უჩარსეტო მეილებს, რომ სტადნარტული კოდირება უნიკოდი ექნება მითითებული და უცნობი კოდირების მეილებს ავტომატურად უნიკოდად თვლის.