TAZ
        
ჯგუფი: Moderators
წერილები: 30092
წევრი No.: 5274
რეგისტრ.: 27-May 04
|
#2391061 · 6 Jan 2006, 22:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ განყოფილებაში საჭიროა დავიცვათ რამოდენიმე მარტივი წესი:- აკრძალულია ნებისმიერი სახის ფლუდი და ბილწსიტყვაობა, თუნდაც ტრანსლიტით;
აკრძალულია "+1" და " :lol: " პოსტების გაკეთება! ყველაფრის თქმა შეიძლება ზრდილობის ფარგლებში, არ არის აუცილებელი გინება.
- ახალი თემის გახსნამდე გამოიყენეთ ძებნა და შეიხედეთ კატალოგში;
კატალოგში შეკრებილია ყველაზე აქტუალური თემები, სადაც განხილულია ის საკითხები, რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ.
- დრაივერები მოითხოვეთ მხოლოდ დრაივერების მოთხოვნაში, ცალკე თემას ნუ გახსნით;
სანამ მოითხოვთ დრაივერს, შეიხედეთ მწარმოებლის საიტზე, 99%-ით იპოვით, რომელსაც ეძებთ.
- ერთჯერადი, მოკლე პასუხიანი კითხვები, დასვით მხოლოდ დახმარება მჭირდებაში;
მაგალითად, რომელი პლეერით ვუყურო ვიდეოს ონლაინში, რა ჰქვია ტორენტ ტრეკერბზე აფლოუდის მოსამატებელ პროგრამას და ა.შ.
- პროგრამები და მათი კრეკები/სერიული ნომრები მოითხოვეთ მხოლოდ პროგრამების/კრეკების მოთხოვნაში;
სანამ დაპოსტავთ, პროგრამებისთვის შეიხედეთ file.ge-ზე და კრეკებისთვის serials.ws-ზე
- იკრძალება ქართული პროგრამების კრეკის, პატჩის, სერიალის და ა.შ. მოთხოვნა!
შესაძლებელია მაგალითად GeoFinder-ის საინსტალაციოს დადება, მაგრამ აკრძალულია მისი გატეხვის გზის მოთხოვნა.
- იკრძალება ვირუსების, ჰაკერული პროგრამების/ტუტორიალების (კეილოგერების, პაროლის გატეხვის ინსტრუქციების) და ა.შ. მოთხოვნა და ლინკების დადება!
აკრძალულია ზემოთჩამოთვლილის როგორც მოთხოვნა, ასევე თემაში გამოხმაურება/დახმარება!
- თემის სათაური ჩამოაყალიბეთ ნორმალურად, სათაურში დაწერეთ რომელ პროგრამაზე გესაჭიროებათ დახმარება, აღწერაში - რა სახის!
heeeeeeeeeeeeeeeeelp, 1 წამით შემოიხედეთ და მსგავსი "მრავლისმეტყველი" სათაურები აკრძალულია!
- იკრძალება ოპერაციული სისტემების, ანტივირუსების, ბრაუზერების და სხვა მსგავსი "vs" ტიპის თემების გახსნა!
AMD vs INTEL, Kaspersky ჯობია თუ NOD32, Firefox თუ Opera - მსგავი თემები არის მხოლოდ ჩეთის ბუდე, შეიხედეთ გუგლში.
- წერეთ მხოლოდ ქართული ასოებით!
ქართული ენის დამატების დეტალური ინსტრუქცია. This post has been edited by TAZ on 29 Dec 2010, 15:04
|