თემა IV: განახლებაროგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვირუსების არმოჩენის საქმეში აქტიურ როლს თამაშობენ ანტივირუსული ბაზები. აქედან გამომდინარე, სრულყოფილი დაცვის უზრუნველსაყოფად საჭიროა რეგულარულად განაახლოთ NOD32-ის ბაზები. გასათვალისწინებელია ასევე ის მომენტიც, რომ პერიოდულად გამოდის თვითონ ანტივირუსის კომპონენტების განახლებებიც.
(შემდეგში ტერმინი ”განახლება” გულისხმობს როგორზ ბაზების, ასევე პროგრამის კომპონენტების განახლებას)
არსებობს განახლების რამდენიმე ვარიანტი:
1. განახლებების მიღება განახლების ოფიციალური სერვერებიდანესაა განახლების ”ნორმალური” გზა, ოღონდ დაკავშირებულია ფინანსებთან. კონკრეტულად კი, ოფიციალური სერვერებიდან განახლების მიღების შემთხვევაში NOD32 მოგთხოვთ მომხმარებლის სახელსა და პაროლს, რომელსაც მიიღებთ კომპანია Eset-ისაგან შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ. დამატებითი ინფორმაციისათვის მოინახულეთ რესურსი:
http://esetnod32.ru/purchase/online.phpგანახლების ოფიციალური სერვერების ჩამონათვალი ავტომატურად მოჰყვება NOD32-ს და საჭიროების შემთხვევაში ავტომატურადვე ხდება ამ ჩამონათვალის კორექტირება
2. განახლებების მიღება განახლების უფასო სარკიდანგანახლების ოფიციალური სერვერების გარდა არსებობენ არაოფიციალური სერვერებიც, ე.წ. განახლების სარკეები. ოფიციალური სერვერებიდან განახლებისგან განსხვავებით, განახლების სარკეებიდან განახლება, როგორც წესი, უფასოა. განახლების სარკეების მისამართები არ მოჰყვება NOD32-ს, ამიტომ მომხმარებელმა ხელით უნდა შეიყვანოს ეს ინფორმაცია
გასათვალისწინებელია ასევე ის მომენტიც, რომ კომპანია Eset-ის ინტერესებში არანაირად არ შედის ის, რომ მომხმარებელმა ტოტალურად განაახლონ მისი პროდუქტები ასეთი სარკეებიდან, ამიტომ შემოიღო ე.წ. «განახლების სარკეების შავი სია» (Black List). ამ შავი სიის არსი ისაა, რომ მათში მოხვედრილი სარკეებიდან მომხმარებელი ვეღარ შეძლებს მისი ანტივირუსის განახლებას (მე მაგალითად მაძლევს შეცდომის შეტყობინებას «server connection failure»)
ამ პრობლემის მოგვარების საშუალებას იძლევა პროგრამა Nod32 Update Viewer, რომელზედაც ქვემოთ გვექნება საუბარი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ სტატიის ავტორმა ქართველი მომხმარებლებისათვის და საკუთარი თავისთვის კომფორტის შექმნის მიზნით სამსახურის Proxy სერვერზე დაქოქა განახლების უფასო სარკე, რომელიც ხელმისაწვდომია მისამართზე:
http://ozurgeti.hobby-site.comP.S. ეს სარკე ზოგჯერ გათიშულია ხოლმე (არასამუშაო საათებში, შუქის გამორთვის შემთხვევაში, თუ ინტერნეტი ერეკება და ა.შ.) ამ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიები არ მიიღება! ჩემთვის ასევე ცნობილია კიდე რამდენიმე ქართული სარკე, მაგრამ მიზეზთა გამო მათ აქ არ დავასახელებ (თუ მფლობელები თანახმა არიან იმაზე, რომ საჯარო გახდეს მათი სარკეები, დაპოსტავენ ალბათ ქვემოთ)
ახლა გადავიდეთ უკვე პრაქტიკაზე და ვნახოთ როგორ უნდა მივუთითოთ NOD32-ს, რომ ყოველ ერთ საათში განახლდეს სარკიდან
http://ozurgeti.hobby-site.comნაბიჯი 1 – NOD32-ის მართვის ცენტრში შესვლა ამისთვის არსებობს ორი გზა:
ა. system tray-ში (ეკრანის ქვემოთა მარჯვენა კუთხე, საათი რომ ჩანს ის) NOD32-ის ხატულაზე დაწკაპება; (სურათი 1)

ბ. Start>Programs>Eset>Nod32 Contorl Center (სურათი 2)
ნაბიჯი 2 - განახლების პარამეტრების გამართვა მართვის ცენტრში უნდა აირჩიოთ პუნქტი Update (სურათი 3), შემდეგ დააწკაპოთ ღილაკს Setup. გამოსულ ფანჯარაში (სურათი 4) უნდა დააწკაპოთ ღილაკზე servers, შემდეგ ფანჯარაში (სურათი 5) ღილაკზე add და შემდეგ შეიყვანოთ ტექსტი
http://ozurgeti.hobby-site.com (სურათი 6)
შემდეგ ბოლო ორ ფანჯარაში ეძებთ აწკაპებთ ღილაკზე OK და ბრუნდებით განახლების პარამეტრების გამართვის განჯარაში, სადაც ჩამონათვალიდან ირჩევთ ახლადმითითებულ სერვერს (სურათი 7) და აწკაპებთ ღილაკზე OK





ნაბიჯი 3 - განახლება ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაციების შემდეგ ბრუნდებით NOD32-ის მართვის ცენტრში და აწკაპებთ ღილაკს Update Now (სურათი 3). ამის შემდეგ NOD32 დაიწყებს განახლებას. შეიძლება დაგიკითხოთ კომპონენტების განახლების თაობაზე და თქვენც უნდა დაეთანხმოთ.
3. განახლება ლოკალური კატალოგიდან განახლების ეს ტიპი მოსახერხებელია იმ კომპიუტერებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ ინტერნეტთან წვდომა, ან თუ იყენებთ პროგრამას NOD32 Update Viewer (ქვემოთ იქნება განხილული)
ლოკალური კატალოგიდან განახლება დაახლოებით ისევე ხდება, როგორც განახლების უფასო სარკიდან. განსხვავება იმაშია, რომ განახლების სერვერის დამატებისას უნდა მიუთითოთ ლოკალური კატალოგი (სურათები 6 და 7)
მაგალითად, თუ განახლების ფაილები ჩაწერილია D:\ დისკზე არსებული NOD_UPDATES კატალოგში, განახლების სერვერის მისამართში უნდა ჩაწეროთ D:\NOD_UPDATES (ანტივირუსი მას ავტომატურად გარდაქმნის ასე: D:/NOD_UPDATES). დანარჩენი ყველაფერი იგივენაირადაა
როგორ უნდა მიიღოთ განახლების ფაილები, რომლებსაც ჩაწერთ ზემოხსენებულ D:\NOD_UPDATES კატალოგში, განხილული იქნება ქვემოთ, პუნქტში განახლების სარკის შექმნა===========>
ესეც ასე, მეორე ნაწილი დასრულებულია
როგორც ჰოლივუდში იტყოდნენ, продолжение следует...