პირველ ლექციაზე ვისაწვლოთ როგორ გავაკეთოთ ფრიალა დროშა =)
1. გახსენით ფაილი (ამ შემთხვევაში დროშა) ფოტოშოპით (მე მაგალითისთვის ეროვნულ დროშას ავიღებ =) )

2. დროშა უნდა იყოს საკუთარ ფენაზე (layer) და უკანა პლანი (background) თეთრი.
Image>Canvas Size... აქ მოცემული გაბარიტები (Width, Height) გაზარდეთ დაახლოებით 20 პიქსელით.
3. დაკლიკეთ იმ ფენაზე რომელიც დროშას შეიცავს (როგორც ზედა სურათზეა მოცემული) შემდეგ
Filter>Distort>Wave. დროშა საჭიროა შეიცავდეს 2 ტალღას. შეგიძლიათ ჩემი მონაცემები დააკოპიროთ:

4. ახლა დროშაზე ორი ტალღა უნდა გვქონდეს, რომლებზედაც ვიმუშავებთ =)

5. შექმენით ახალი ფენა, Zoom 50%. ახლა გავაკეთებთ პირველ ჩრდილს "ტალღა 1" - ზე =)

6. აირჩიეთ Elliptical Marquee Tool

მოხაზეთ დიდი წრე ისე რომ წრის მარჯვენა მხარე "ტალღა 1" - ის მარცხენა მხარეს ჩაჯდეს (ეუფ ეგ რა დავწერე, ჯობს ქვედა სურათს შეავლოთ თვალი =) )
* * *
7.
View>Actual Pixels შემდეგ
Edit>Stroke... Width მიეცით 5 პიქსელი, Color: შავი, Location: ცენტრი და დაკლიკეთ OK.

8. ახლა შევქმნათ სინათლის ეფექტი "ტალღა 1" - ზე. ამისათვის არჩევანი (Selection) შევაცუროთ "ტალღა 1" - ის შუა ნაწილში, კლავიატურაზე მარჯვენა მიმართულების ღილაკის მეშვეობით.

9.
Edit>Stroke... Width მიეცით 5 პიქსელი, Color: თეთრი, Location: ცენტრი და დაკლიკეთ OK.

10. ახლა შევქმნათ ბოლო ჩრდილი "ტალღა 1" - ზე.

11. იგივე პროცედურები გაიარეთ "ტალღა 2" - ზეც =)
* * *
12. დარწმუნდით რომ ის ფენა რომელზედაც ჩრდილისა და სინათლის ეფექტები გავაკეთეთ მონიშნულია

13.
Filter>Blur>Gaussian Blur აქ შეიყვანეთ 9.5 და დაკლიკეთ OK.
14. დაჭირეთ ღილაკს Ctrl და მაუსის კურსორი მიიტანეთ იმ ფენასთან რომელიც დროშას შეიცავს და დაკლიკეთ. იმის შემდეგ რაც დროშა მოინიშნება დაკლიკეთ Add vector mask -ზე პალიტრის ქვედა ნაწილში

15. საბოლოოდ დაახლოებით ასეთი სურათი უნდა მიიღოთ