მოკლედ. ოცდაშვიდჯერ გაიხსნა მე მგონი ეს თემა, ძებნის გამოყენება არავის უნდა და თემების გადახედვა... ისე
TAZ თემების სარჩევში ვნახე და არ იყო ამაზე თემა და... თუ მე დავბრმავდი?

ხო და აგერ დავწერე ეხლა რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ჩააგდე სარჩევში და... მერე უკვე შენ იცი ხოლმე
დავიწყეთ თავიდან და ვიდეთ ბოლოში. პირველ რიგში, რის შესახებაა ეს თემა გახსნილი, მე მგონი სათაურიდან გამომდინარე, ყველა მიხვდებოდა, ვისაც კომპიუტერთან ასე თუ ისე აქვს შეხება, ყველამ კარგად იცის რომ, ინგლისური და რუსული კლავიატურების განლაგება ერთმანეთს არ ემთხვევა, უმეტესობა მიჩვეულია ინგლისურ კლავიატურაზე და როდესაც უწევს რაიმეს აკრეფა რუსულად, ჩნდება პრობლემა, საჭიროა კლავიშების ძებნა და ა.შ. ამ დისკომფორტის მოსახსნელად, საჭიროა ერთი პატარა პროგრამის გადმოწერა, რომლის ლინკების აგერ დევს...
ქართულ სერვერებზე:
link.geallshares.geinfo.gebin.gesid.myweb.geუცხოურ სერვერზე:
rapidshare.com და პატარა ოპერაციის ჩატარება ჩვენი სისტემისთვის

არქივში ინახება ერთი გამშვები და ერთიც
readme დაილი, რომელშიც ახსნილია ყველაფერი, რა ცვლილებები უნდა გაკეთდეს სისტემაში, ფაილის გაშვების შემდეგ, მაგრამ რადგანაც რუსულადაა აღწერა, მე აქ მაინც, მოკლედ ჩამოვაყალიბებ ქართულად. ესეიგი...
არქივის გამოწერის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ არქივის გახსნას. როგორც უკვე აღვნიშნე, დაგვხვდება გამშვები ფაილი სახელად
Russian Phonetic Keyboard by Standfest v1[1].0 გაუშვით ფაილი, რომელსაც სულ ორი კლიკი ჭIრდება დაყენებისთვის, ბოლოს აქვს მონიშვნა გახსნას თუ არა readme ფაილი, სურვილისამებრ მოიქეცით და დააჭირეთ დამთავრებას. ამის შემდეგშევდივართ Start -> Settings -> Control Panel -> Regional and Language Options
(1) -> Languages
(2) -> Details
(3) -> Add
(4) -> "Russian"
(5) ხოლო ქვედა მენიუში ვირჩევთ "Russian Phonetic by Standfest"
(ქვედა მენიუ). ამის შემდეგ ყველა გამოსულ ფანჯარაზე OK. ეს ყველაფერი ნაჩვენებია სურათზე...
ამის შემდეგ, იმისთვის რომ რუსულად ვწეროთ, საჭიროა მარჯვენა ქვედა მხარეს არსებულ "ლენგვიჯ ბარში" EN შევცვალოთ RU-თი, ინგლისურად წერის სურვილის შემთხვევაში, პირიქით

RU შევცვალოთ EN-ზე. ამის გაკეთება შესაძლებელია როგორც მაუსით, ასევე კლავიატურის დახმარებით, სტანდარტულად Alt+Shift კომბინაციით.
იმედი მაქვს, ყველაფერი გასაგებადაა ახსნილი, თუ რაიმე გაურკვეველია, რაც მე პირადად მეეჭვება

ტოპიკს არ ვხურავ და შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები. თუ რამე შეცდომას იპოვით ტექსტში, ეგეც შემისწორეთ, გადახედვა მეზარება
აქვე ბარემ დავდებ ლინკს, იქნებ ამანაც ცოტათი მაინც შეამციროს უაზრო თემების რიცხვი...
რუსულ წარწერებს ვერ ვხედავპატივისცემით:
giojio A.K.A.
SiD 
P.S. ეს ყველაფერი მოქმედებს როგორც
Windows XP-ზე, ასევე
Vista-ზე
This post has been edited by TAZ on 28 Apr 2008, 13:17
მიმაგრებული სურათი