#43400182 · 9 Jan 2015, 22:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახლახანს შემხვდა ლეპტოპი (კერძოდ Lenovo IdeaPad Flex 2-14), რომელზეც ეყენა რუსული Windows 8.1 single language. როგორც ვიცით, ამ ვინდოუსზე ენა არ იცვლება სტანდარტული მეთოდებით. ჩემს მიერ გამოყენებული იქნა ეს მეთოდი: http://superuser.com/questions/666978/how-...single-languageინსტრუქცია ქართულად: უპირველეს ყოვლისა, ვიწერთ სასურველი ენის პაკეტს აქედან: http://social.technet.microsoft.com/Forums...=w8itprogeneralვიწერთ CAB ფაილს, ვარქმევთ ნორმალურ სახელს, მაგალითად lp.cab და ვაგდებთ ადვილად დასამახსოვრებელ (და ასაკრეფ) ადგილას, მაგალითად C:\ დისკზე შემდეგ, cmd-ში, რომელსაც ვიძახებთ ადმინისტრატორის უფლებებით (ვინდოუსის მეტრო სტარტ მენიუს ძიების ველში ვწერთ cmd, ვაკლიკებთ მაუსის მარჯვენა კნოპკით და Запуск от имени администратора) ვწერთ შემდგომს: CODE | dism /Online /Add-Package /PackagePath:C:\lp.cab |
ეს ბრძანება დააყენებს ჩვენს მიერ გადმოწერილ ენის პაკეტს სისტემაში, მაგრამ არჩევის საშუალება მაინც არ გვაქვს. ჯერ საჭიროა არსებული ენის პაკეტის წაშლა. ვწერთ შემდგომს:
CODE | dism /Online /Get-Packages > c:\lp.txt |
ეს ბრძანება ჩაწერს lp.txt ფაილში ყველა იმ პაკეტის სახელს, რაც დაყენებულია სისტემაში. ვხსნით lp.txt ფაილს C:\-ზე და ვეძებთ ხაზს, სადაც ეწერება მსგავსი ტექსტი:
CODE | Package Identity : Microsoft-Windows-Client-LanguagePack-Package~31bf3856ad364e35~amd64~ru-RU~6.3.9600.16384 State : Installed Release Type : Language Pack Install Time : 15.02.2014 15:52 |
ვაკვირდებით Package Identity-ს, სადაც ტექსტში უნდა იყოს ru-RU (ან სხვა კოდი, გააჩნია რა ენაზეა ვინდოუსი). ვაკოპირებთ Package Identity-ს შემდეგ რა ტექსტიცაა და ვიყენებთ შემდეგ ბრძანებაში
CODE | dism /Online /Remove-Package /PackageName:Microsoft-Windows-Client-LanguagePack-Package~31bf3856ad364e35~amd64~ru-RU~6.3.9600.1638 |
რომელიც წაშლის არსებულ ენის პაკეტს.
სისტემა მოითხოვს რესტარტს, რის შემდეგაც გამოყენებული იქნება ახალი ენის პაკეტი.
--------------------
Выше огненных созвездий, Брат, верши жестокий пир, Всех убей, кто слаб и сир, Всем по morder - вот возмездье! В зад пинай voniutshi мир!
|