წაკითხვა არ დაიზაროთ

რამდენიმე წლის წინ ვიყიდე ლეპტოპი,ფირმიდან ჩამოტანილი.ქონდა პაროლი,რომელიც ვერ გავტეხე(მაშინ)... ჰო და მეთქი ამდენი ჩალიჩი არ მინდა თქო და დავაყენე ზედ მეორე ოპერაციული სისტემა(დამეხმარნენ).
ამ იქსპი-ს ვიუზავდი მშვენივრად რამდენიმე წელი...
ერთ მშვენიერ დღეს,როცა ფლეშკიდან გადამქონდა ფაილები ლეპტზე,კოპირების დროს კომპი უცბად გაითიშა.ვფიქრობ ან ვირუსი იყო,ან რამე სერიოზული სისტემური შეცდომა და ანაც ვინჩესტერი დაზიანდა...)ვინჩო 2 ნაწილად იყო გაყოფილი (ცე და დე დიკებად)).
ამის შEმდეგ ლეპტი არ ირთვებოდა,საერთოდ არ შედიოდა ვინდოუსში.
რა დამრჩენოდა და დავაყენე ახალი XP... მაგრამ არ ქონდა Local Area Connection .მაშინ არ ვიცოდი,რომ ეს დრაივერის უქონლობის ბრალი იყო... მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ის იყო,რომ ვინჩოს ორ ნაწილად გაყოფილ დისკებიდან ერთერთსი საერთოდ არ შედიოდა,მეორეში კი ყველაფერი იყო ოკ და ყველა ის ფაილი და ფოლდერი შეუცვლელი იყო,რომლებიც მანამდე მქონდა... ხო და იმ მეორე,"დაზიანებულ" D დისკზე საერთოდ ვერც შევდიოდი...D-ზე შესვლისას ან მისი ფროფერთისების ნახვისას კომპი რამდენიმე წუთით იჭედებოდასავით...
გადავწყვიტე XP თავიდან დამეყენებინა... ახალი(მეორე) XP დაყენდა იგივე ცე დისკზე,რომელზეც იყო პირველი...პირველი არ წაიშალა,ისიც იყო და მეორეც... ამ მეორეშიც ზუსტად იგივე პრობლემები დამხვდა... არც ქონექშონები მქონდა არც D დისკი...
მეთქი ალბათ XP-ს საინსტალაციოს ბრალია თქო (ისე რაა ვერკვევი ამ საქმეში

)
ხო და დავქაჩე ნეტიდან XP-ს ცოტა განსხვავებული ვერსია... დავაყენე მესამე XP. პირველი და მეორეც დარჩა,არ წაიშალა (თუ მე არ წავშალე არ ვიცი

)
მაგრამ ამ მესამე XP-შიც ზუსტად იგივე პრობლემები მქონდა რაც წინა ორში...
აქ მივხვდი,რომ მე დამოუკიდებლად ამას ვერ მოვერეოდი და დავპოსტე ამ თემაში... დამეხმარნენ ნიკოლოზი და კოშოგიო

(მადლობა მათ

)
ხო და Local Area Connection-ის პრობლემა მოვხსენი... ლეპტი ნეტში შედის უპრობლემოდ,მაგრამ თვითონ კომპი ძან შენელებულია...სამივე XP ერთნაირადაა... მე მგონი ყველა დრაივერი დავაყენე აუდო,ჩიპსეტის,პროცესორის,ლანის,მოდემის,თოჩპადის,ვიდეოქარდის...
მაგრამ მაინც კომპი ძან ნელა რეაგირებს ბრძანებებზე და D დისკი თითქოს არც მაქვს (ვერ შევდივარ მასში) და როცა მინდა შევიდე კომპი ისევ იჭედება რამდენიმე წუთით..........
D დისკს ვერ დავაფორმატებ,რადან მანდ ყველა არა,მაგრამ ბევრი ჩემთვის მნიშვნელოვანი ფოლდერი მაქვს...
პროგრამა ერ-სტუდუოთი მოვახერხე ფაილების მხოლოდ ნაწილის აღდგენა...
მოკლედ,
ახლა მინდა თქვენი დახმარება 3 რაღაცაში.
პირველი არის ის,რომ რა ვუყო ამ D დისკს? რა დაემართა მას? იქნებ და დაფორმატების გარეშე რამე მოუხერხდეს

(დანარჩენ 2 რაღაცას მოგვიანებით დავწერ)
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
ცხოვრება კაია...
კარგად ცხოვრება-უკეთესი!.. :)