აბა ვსწავლობთ ყველანი Windows XP-ზე Share ფუნქციას. ძალიან ბევრი ვიწვალე ამის დასაწერად, შევქმენი ახალი user და პირადად დავტესტე ყველაფერი.
მაშ ასე. დავიწყოთ.
[size=6]
Share ფუნქცია Windows XP-ზე[/color]
Windows Xp-ზე (და არა მხოლოდ), როგორც მოგეხსენებათ, არის Share ფუნქცია, რისი საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ფაილები გავუზიაროთ ჩვენს ქსელში მყოფ კომპიუტერებს (ან ლოკალზე, ჩვენივე კომპიუტერზე, თუ გვყავს ლიმიტირებული მომხმარებლები, user-ები), შეგვიძლია მივუთითოთ, რომელ საქაღალდეზე (და ფაილებზე) ქონდეთ წვდომა და რომელზე არა, დავაწესოთ Level კონტროლი, რომელიც მოიცავს სულ 5 LVL-ს...
ეს level-ები არის იმის, (რა ქვია იმას

), კონტროლის საფეხურები, თუ რა პრივილეგიები ექნებათ სხვა მომხმარებლებს, იქნება ეს უბრალოდ ფაილის ნახვა, შეცვლა, წაშლა თუ მთლიანად დაბლოკილი იქნება მათთვის.
მივყვეთ LEVEL-ებს:
Level 1 - ეს არის ყველაზე დაცული, ყველაზე პირადი level, ამ ხუთიდან. Level 1-ს მიეკუთვნება My Documents, ოღონდ Privat.
Level 2 - ესეც საკმაოდ დაცული level არის, მაგრამ level 1-თან შედარებით უფრო ნაკლებათ დაცული, აქაც My Documents მიეკუთვნება, ოღონდ Default-ზე დაყენებული. ანუ პირდაპირ my document-ში რომ ჩავაგდოთ, ეს იქნება Level 2.
Level 3 - არც მეტი, არც ნაკლები, level 3 ნიშნავს რომ ფაილი ავიღოთ, დავაკოპიროთ და ჩავაგდოთ Shared Document-ში, რომელიც მოთავსებული არის My Computer-ში. ანუ შევდივართ My Computer>Shared Document და აქ ვაგდებთ სასურველ ფაილს. (ეს ფაილი გამოჩნდება სხვა მომხმარებლისთვისაც, რომელიც ჩვენს კომპიუტერში გვყავს, მაგალითად რომელიმე სხვა User, ან Guest პრივილეგიებით. მაქ ექნებათ ფაილის გახსნის შესაძლებლობა, ნახვის და წაშლისაც კი.
ანუ ვთქვათ ჩვენ ვართ Administrator, ჩვენ კომპიუტერში კიდევ არის ჩვეულებრივი, ლიმიტირებული User-ი, გვინდა რომ ჩვენი რომელიმე ფაილი მათ პროფილშიც იყოს გამოჩენილი და უფრო მეტიც, წაშლის უფლებაც ქონდეთ. ამისათვის უბრალოდ ჩავაგდოთ სასურველი ფაილი Shared Document-ში. D დისკზე (ან სხვა დისკზე, C-ს გარდა რომელიც არის) მოთავსებული ფაილები ისედაც არის ლიმიტირებული user-ებისთვის ხელმისაწვდომი, შეუძლიათ გახსნან საქაჩალდე და იხილონ შიგთავსი, მაგრამ მისი წაშლის შესაძლებლობა არ ექნებათ. თუ გვინდა რომ ამის შანსი მივცეთ, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.
რაც შეეხება ჩვენს Desktop-ს, და პირად ფაილებს, ანუ C:\Documents And Settings-ს, ეს ლიმიტირებული მომხმარებლებისთვის ისედაც დაბლოკილია და უბრალოდ გახსნითაც ვერ გახსნიან, დაიწერება Access Denied.
Level 4ეს არის Shared დოკუმენტები, რომლებიც ხელმისაწვდომი არის ჩვენი ინტერნეტში მყოფი მომხმარებლებისათვის, მაგრამ მათ ექნებად მხოლოდ ნახვის (Read) ფუნქცია, ვერ წაშლიან. ასე რომ ეს მიეკუთვნება Level 4-ს
Level 5 ეს level იგივეა, რაც level 4, მაგრამ მისგან განსხვავებით, აქ "ინტერნეტის მომხმარებლებს" შეეძლებათ "დაშეირებული" დოკუმენტების წაშლაც.
თუ როგორ ხდება ეს ყოველივე, ამაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ.
ეხლა განვიხილოთ რა არის
Simple File SharingShare ფუნქციისათვის გამოიყენება ორნაირი მეთოდი, ეს არის Simple File Sharing, (მონიშნული "პწიჩკა) და მონიშვნის გარეშე.
Windows Xp-ზე Default-ად დაყენებული არის Simple File Sharing, მაგრამ როდესაც არის windows xp Domain-ზე, მაშინ Simple File Sharing ფუნქცია გამორთულია.
Simple File Sharing როდესაც ჩართულია, ჩვენ უფრო ნაკლები შესაძლებლობა გვაქვს რომ პრივილეგიები დავუწესოთ მომხმარებლებს, გამორთულზე კი უფრო ფართო არჩევანი გვაქვს, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ მომხმარებლების ლიმიტების დაწესების წესები, NFTS-ზე.
თუ სად არის ეს Simple File Sharing და როგორ შეგვიძლია მისი ჩართვა-გამორთვა, იხილეთ ეს:


თუ გამოვრთავთ simple file sharing-ის ფუნქციას, Shared Documents-ს ჩვეულებრივად ისევ ისე იფუნქციონირებს (ისევ Level 3 იქნება).
ეს არის Simple File Sharing-როდესაც ჩართული არის, იმის მაგალითი. როდესაც დავაჭერთ Folder-ზე მარჯვენა ღილაკს და ავირჩევთ პარამეტრებს "Sharing and Security", იქნება ესეთი:

ხოლო როდესაც გამორთულია Simple File Sharing ფუნქცია, იქნება ამდაგვარი:

როგორც უკვე აღვნიშნე, გამორთული Simple FIle Sharing უფრო ბევრ უფლებებს გვაძლევს, ბევრ შესაძლებლობებს, რომ კარგად განვკარგოთ ვის რა უფლება ქონდეს და რა ოდენობით.
ეხლა ვისაუბროთ, თუ როგორ მივცეთ user-ებს ფაილების გახსნის საშუალება, რომლებს ქონდეთ ფაილის წაშლის საშუალება და ა.შ.
ის უკვე ვთქვით და გავიმეორებ. თუ ფაილს უბრალოდ ჩავაგდებთ Shared Document-ში, ლიმიტირებულ მომხმარებლებსაც ექნებათ საშუალება ფაილის გახსნის და წაშლისაც კი.
level 1, 2 და 3 არის განკუთვნილი ჩვენი კომპიუტერისთვის, ხოლო level 4 და 5 არის ქსელში მყოფი მომხმარებლებისათვის, რომლებისთვისაც "ვაშეირებთ" ამა თუ იმ ფაილს.
თუ გვინდა, რომ ლიმიტირებულ მომხმარებლებს (User-ებს) ქონდეთ მაგალითად D დისკზე მყოფი რომელიმე ფოლდერზე მეტი უფლებები, მაგალითად გახსნის და წაშლისაც კი ( გახსნის ისედაც აქვთ, Default-ად, მაგრამ წაშლით ვერ შლიან, ვერც Rename-ს აკეთებენ), მაშინ უნდა გავაკეთოთ შემდეგი. აუცილებლად გამოვრთოთ ფუნქცია Simple File Sharing:
My Computer>Tool>Folder Option>View>Simple File Sharing(Recomended).
რომ გამოვრთავთ, შემდეგ ვირჩევთ D დისკზე მყოფ სასურველ ფოლდერს, რომელიც გვინდა რომ გავუზიაროთ მთელი უფლებებით ლიმიტირებულებს, ამისთვის დავაჭიროთ მარჯვენა ღილაკს მაუსისას, Properties და შემდეგ Security.

შემდეგ როგორც სურათზე ხედავთ, დავაჭიროთ Add-ს, რათა დავამატოთ User, რომლისთვისაც გვემეტება უფლებები

შემდეგ გახსნილ ფანჯარაში, დავაჭიროთ Advanced-ს!
შემდეგ Find Now და მოვძებნოთ ჩვენი user, რომლისთვისაც გვემეტება წაშლის ფუნქციაც და საერთოდ Full Control (სურვილისამებრ).
თუ ჩვენ user-ს ქვია მაგალითად GIZ ან GIO ან მსგავსი, მოვძებნით მას და ავირჩევთ, შემდეგ OK და დაემატება სიას. მერე კიდევ ok. მერე გადადის ისევ მთავარ ფანჯარაში, და იქ უკვე დაემატა ჩვენი ახალი დამატებული "GIZ", ან რა აირჩიეთ თქვენ შემთხვევაში.
ამის შემდეგ მოვნიშნოთ "ის ვიღაც", და ქვევით ვხედავთ რომ არის მოსანიშნები.
ალბათ უკვე ხვდებით ეს მოსანიშნები რას ნიშნავს.

თუ გვინდა რომ ამ ფოლდერზე, არანაირი წვდომა აქ რონდეს, მისი გახნაც კი არ შეეძლოს, მაშინ დავაჭიროთ Full Control-ის მარჯვნივ მყოფ Deny-ს. და ავტომატურად ყველა მოინიშნება, რაც იმას ნიშნავს რომ ყველანაირი უფლება დაკარგა. მარცხნივ მყოფ მენიუში კი პირიქით. მოკლეთ ეს არც თუ ისე რთულია და მიხვდებით როგორმე

.
ესეც ჩვენი Share ფუნქცია, მაგრამ მაშინ, როცა Simple File Sharing გამორთულია:

სასურველია ისევ ჩართული იყოს SImple File Sharing, ვრთავთ მას.
ჩართვის შემდეგ, როგორც უკვე განახეთ, ამდაგვარი იქნება.

ვხედავთ მოსანიშნებს, პირველი მოსანიშნი არის Make This folder Privat. რაც იმას ნიშნავს რომ ლიმიტირებულ მომხმარებლებს არ შეეძლებათ მისი გახსნა. როდესაც მას ვააქტიურებთ, გვიწერს, რომ Administrator-ს პაროლი უნდა ედოს. ისე არ გააქტიურდება ეგ. (პრინციპში პაროლი ისედაც უნდა გვედოს ადმინ-ზე

), თუ არადა ის ძველი ხერხი უპაროლოდაც კარგად მოქმედებს

შემდეგ ვნახულობთ მანდ მეორე მოსანიშნს, Share This folder on the internet. მისი გააქტიურების შემთხვევაში, უკვე იხსნება level 4, ანუ ჩვენ ინტერნეტ ქსელში მყოფი მომხმარებლებისთვისაც იქნება მისი ნახვა შესაძლებელი, მაგრამ მხოლოდ ნახვა, მათ არ შეეძლებათ წაშლა. თუ წაშლა გვინდა, რომ შეძლონ, მაშინ მეორე მოსანიშნის გააქტიურების შემდეგ როგორც ნახეთ ავტომატურად გაჩნდა მესამე მოსანიშნიც, მაგასაც თუ გავააქტიურებთ, მაშინ უკვე გაიხსნება LEVEL 5, რაც იმას ნიშნავს რომ იქნება ყველაზე უფრო დაუცველი, არა მხოლოდ ქსელში მყოფ მომხმარებლებს შეეძლებათ ფაილის წაშლა, არამედ ჩვენს კომპიუტერზე მყოფ ლიმიტირებულ user-ებსაც.
დღეისათვის მემგონი საკმარისია ამის ცოდნა, ჩაუჯექით და ისწავლეთ

ძალიან დავიღალე

აბა თქვენ იცით. თუ რამე შემეშალა, მცოდნეებო შემისწორეთ